საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" თქვენ აირჩიეთ  ყორღანაშვილის მხარეს დგომა, საკუთარი შვილები მოგთხოვენ პასუხს! – თბილისი 24
9 მაისი 2024

თქვენ აირჩიეთ  ყორღანაშვილის მხარეს დგომა, საკუთარი შვილები მოგთხოვენ პასუხს!

სიძულვილის და ბოღმის ენით გაჟღენთილი ნოჩი- მევახშე კანონმდებელი, ანა ნაცვლიშვილი პრემიერს “მოღალატე  ყორღანაშვილს”  უწოდებს და  სანამ  საკუთარი შვილები, შვილიშვილები დასხდებიან და მოსთხოვენ პასუხს ემუქრება, რომ მას  ისტორია მიუჩენს საკუთარ ადგილს.

როგორც  ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საქართველოს საფრთხე ემუქრება და ეს საფრთხე არის „რუსული ოცნება“ ხელისუფლებაში.

  • „ვინ უნდა დააჯეროთ,რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი, პარლამენტში ვერ შემოსულხართ მთელი უსაფრთხოების სამსახურით რომ არ იყოს აქაურობა გარშემორტყმული და თქვენი პარტიის ლიდერები საპირფარეშოში დაცვით დადიან. რა უსაფრთხოების გარანტი ხართ თქვენ, ამ ქვეყნის?!
  • ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი არიან მისი მოქალაქეები, რომლებმაც დაიცვეს ამ ქვეყნის კონსტიტუცია,ისტორია, წარსული და მომავალი რუსთაველზე.
  • ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია არის დასავლეთი, რომელსაც თქვენ უპირებდით, რკინის ფარდით მოგეხდინათ ამ ქვეყნიდან მისი იზოლაცია.
  • ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი არის ამ ქვეყნის ისტორიის ცოდნა, რომელიც ინახავს ძალიან ბევრ სახელს და ეს ისტორია ინახავს ისეთი ადამიანების სახელს, როგორიც იყო მარო მაყაშვილი, მაგრამ ასევე ინახავს ისეთების სახელებს და გვარებს,როგორიც იყო ყორღანაშვილი და თქვენი ადგილი იქნება ყორღანაშვილების გვერდით. ეს უკვე გარანტირებული გაქვთ, ეს უკვე შემდგარი ფაქტია!
  • კი, ამ ქვეყნად არსებობს სამართლიანობა და ისტორიის ეთიკა, რომელსაც ვერ გაექცევით და ამ ისტორიის ეთიკა იქნება, როდესაც საკუთარი შვილები, შვილიშვილები დასხდებიან და მოგთხოვენ პასუხს იმაზე, რას, რატომ აფუჭებდით ამ ქვეყნის გასაბჭოებისთვის, რატომ შემოგქონდათ „აგენტების კანონი“, რატომ უფორმებდით ამ სახელმწიფოს რუსეთს, რატომ აფორმებდით ქვეყნის დემოკრატიის დასასრულს თქვენივე ხელით.
  • აი, ამ კითხვებზე ისტორიის წინაშე კი არა, საკუთარი შვილების უკვე დღეს არ გაქვთ პასუხი.
  • დიახ, თქვენ აირჩიეთ არა მაყაშვილის მხარეს დგომა, არამედ ყორღანაშვილის მხარეს დგომა, შეგერგოთ!
  • ისტორია მოგიჩენთ საკუთარ ადგილს. მანამდე ხალხმა უკვე მოგიჩინათ ეს ადგილი და ის ხალხი გააგრძელებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ძალიან მედგრად და თამამად დაცვას,“- განაცხადა  ნაცვლიშვილმა.

რამ გაგაბოროტა ასე ანა, რად გიღირს, რას გიხდიან მეფისნაცვლის საელჩოში ამდენს, რომ ბოღმას ანთხევ და ტყუილით  წამლავ ქართულ საზოგადოებას?!