საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" პრემიერ-მინისტრი: დამხობის გეგმა რჩება ისევ გეგმად, არსად წასულა! – თბილისი 24
20 მაისი 2024

პრემიერ-მინისტრი: დამხობის გეგმა რჩება ისევ გეგმად, არსად წასულა!

  • რომელი პატრიოტი და ეროვნული ინტერესების დამცველი პოლიტიკური ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას, შეცვლას მაშინ, როცა ურთულესი კრიზისია რეგიონში, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ?
  • ეს გეგმაც გახსოვთ, რომ ჩაუვარდათ, ჩვენმა მტრებმა წააგეს. დღეს, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა ეს მიდგომა. გეგმა რჩება ისევ გეგმად, არსად წასულა.
  • დღესაც, სამწუხაროდ, არსებობენ ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საჭიროა ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებით, რომ მოხდეს ერთგვარი დაკომპენსირება და მეტი დროის მიცემა უკრაინისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ძალების აღდგენა და კონტრშეტევა.
  • ასეთ ადგილად რჩება საქართველო, ასევე რჩება მოლდოვა. ამიტომ მეგობრებო, დღეს საფრთხე იმისა, რომ ქვეყნის შიგნითა და ქვეყნის გარეთ მყოფმა მტრულმა ძალებმა ქვეყანაში გადმოიტანონ ომი, შეეცადონ დესტაბილიზაციას, არსად წასულა და ეს საფრთხე რჩება საფრთხედ”!

-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით დროს გამოსვლისას განაცხადა.