16 სექტემბერი 2024

თაღლითების ბანკი “Credit Suisse ” გაკოტრდა !

საქართველოში თავისი უსამართლობით, არაკეთილსინდისიერებით და თაღლითობით განთქმულმა შევიცარულმა უმსხვილესმა ბანკმა Credit Suisse -მა ჩაილურის წყალი დალია.

შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში ორი უმსხვილესი ბანკის – UBS-ისა და Credit Suisse-ის (CS) შერწყმა გამოაცხადა.

მარეგულირებლის წარმომადგენლის თქმით, გარიგება მოიწონა ყველა დაინტერესებულმა მხარემ – როგორც თავად შვეიცარიაში, ასევე აშშ-სა და ევროპაში.
კონფედერაციის მთავრობა, ეროვნული ბანკის მეშვეობით, გაუწევს UBS-ს საჭირო მხარდაჭერას გარიგების დასასრულებლად, ხაზგასმით აღნიშნა მარეგულირებელმა.

UBS დათანხმდა იყიდოს Credit Suisse-ის ყველა აქცია 3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების გარიგებით, ნათქვამია შვეიცარიის უმსხვილესი ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გარიგების პირობების თანახმად, Credit Suisse-ის აქციონერები მიიღებენ 1 UBS აქციას Credit Suisse-ის ყოველ 22,48 აქციაზე, 0,76 CHF-ის ექვივალენტური აქციაზე, საერთო ჯამში 3 მილიარდი CHF (3,2 მილიარდი დოლარი).