მედვედევი: ბატონო მოსამართლეებო, ყურადღებით დააკვირდით ცას!
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ” უბადრუკი” ორგანიზაცია უწოდა და მოსამართლეებს დაემუქრა.
“მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს ხელის აღმართვა უდიდეს ბირთვულ ძალაზე, ჰააგის მოსამართლეები ამაოდ აღფრთოვანდნენ! ბატონო მოსამართლეებო, ყურადღებით იყურეთ ცაში, თქვენს გამო ნატო ომს არ დაიწყებს -“, წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.
- და კიდევ… სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ტყუილ-უბრალოდ გაყოყოჩდა. ნახეთ, როგორი მამაცები ვართ, არ ჩავისვარეთ და მსხვილ ატომურ სახელმწიფოს დავუპირისპირდითო. ბატონებო, ყველანი ღმერთის და რაკეტების ქვეშ დავდივართ. მარტივი წარმოსადგენია, ჩრდილოეთ ზღვიდან ჰააგას სასამართლოს შენობის მიმართულებით ჰიპერბგერითი “ონიქსის” წერტილოვანი გამოყენება. სამწუხაროდ, მისი ჩამოგდება შეუძლებელია. სასამართლო მხოლოდ უბადრუკი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა ნატოს ქვეყნების მოსახლეობა, ამიტომ ომსაც არ დაიწყებენ. შეეშინდებათ და არც არავინ შეიცოდებს. ასე, რომ, ბატონო მოსამართლეებო, ყურადღებით იყურეთ ცაში, – წერს მედვედევი.