უილიამ სკოტ რიტერი: თუ ამ გზით გააგრძელეთ, არსებობას შეწყვეტთ როგორც ერი!
თქვენ ცრუ იმედები ჩაგინერგეს, ამერიკა არ აპირებს თქვენთან ცხოვრების საუკეთესო პირობების შექმნას.
ჩვენ მხოლოდ იმისთვის გვჭირდებით, რომ ჩვენს გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, რუსეთს მის საზღვართან ცეცხლის რკალი შემოვავლოთ უკრაინიდან ყაზახეთამდე და ძალიან დავასუსტოთ.
ამაში თქვენც უნდა მიიღოთ მონაწილეობა ამერიკული გეგმით.
ჩვენ ყოველთვის გიყურებთ თქვენ, როგორც ჯუნგლს, ხოლო ჩვენ ბაღი ვართ.
თქვენ ამ ბაღში ადგილი არ გაქვთ, ყოველთვის ღობის იქით დაგტოვებთ რომ მგლებმა შეგჭამონ.
ჩვენ თქვენ არ მოგვწონხართ და არც არაფერი ვიცით თქვენზე გარდა ერთი ორი სიტყვისა: ხინკალი, ხაჭაპური და ქართული ცეკვა.
ჩვენ არ გვაინტერესებს საქართველო და ქართველი ერი.
არც არასოდეს შეგიყვანთ ნატოში და ევროკავშირში.
ან რად გინდათ ევროკავშირში შესვლა, რომელიც დიდ კრიზისში შედის?
თუ ფული გინდათ, ახლა ამერიკა და მისი მოკავშირეები მეორე ადგილზე გადავიდნენ და დაღმავალი ეკონომიკა აქვთ, ხოლო პირველი დონის და მზარდი ეკონომიკური კავშირი უკვე გახდა “ბრიქსი”.
არასოდეს იომებს ამერიკა თქვენ გამო.
ამერიკელები არ აპირებენ თავიანთი შვილები გამოუშვან რომ საქართველოსთვის მოკვდნენ.
ჩვენ არც კი ვიცით ვინ ხართ.
სულ ცოტა ხნის წინ თქვენს ქალაქებზე თურქეთიდან ატომური ბომბები გვქონდა დამიზნებული, კერძოდ: თბილისზე, ფოთზე, ბიჭვინთაზე, ქუთაისზე და ბათუმზე და თქვენს ანიჰილაციას ვაპირებდით.
ის ვოუქი დემონები, რომლებიც შეკრებილები იყვნენ ცოტა ხნის წინ რუსთაველზე აქციაზე, თქვენ განადგურებისკენ მიგაქანებენ.
რუსეთთან კონფლიკტის შემთხვევაში, ეს აღარ იქნება 2008 წლის კონფლიკტის მსგავსი, როცა რუსები შეჩერდნენ და დაგინდეს.
ამ კონფლიკტს ქართველი ერის განადგურება მოჰყვება.
ისეთი მეზობლები კი როგორიც თურქეთია, არ ჩაუგდებენ ხელში მთელ საქართველოს რუსეთს და როცა დაინახავენ რომ რუსები გიპყრობენ თქვენ, ისინი თავიანთ ნაწილს მოითხოვენ და მინიმუმ აჭარას დაიკავებენ.
თქვენ თუ ამ გზით გააგრძელეთ, არსებობას შეწყვეტთ როგორც ერი.
უილიამ სკოტ რიტერი – ამერიკელი ექსპერტი და აშშ საზღვაო ქვეითთა კორპუსის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, გაეროს შეიარაღების კომიტეტის ყოფილი ინსპექტორი