7 დეკემბერი 2024

მარგველაშვილი: უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების გადაბარების, შეცვლის ალტერნატივა!

ხელისუფლების შეცვლის საკუთარ რეცეპტს სთავაზობს ოპოზიციას საქართველოს მეოთხე მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი და ცხელ გაზაფხულს აანონსებს.

– “გაზაფხული სავსე იქნება დაძაბულობით, მიტინგებით, პროტესტით – ასე გაგრძელება შეუძლებელია. იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები გახდეს შესაძლებელი, უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების გადაბარების, შეცვლის ალტერნატივა, დელეგიტიმიზირებული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს”–  ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

  • „ჩემი აზრით, უნდა ჩამოყალიბდეს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს, ერთიანი „მესიჯით“ გამოვიდნენ იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება.
  • ასეთი საბჭო ერთიან საარჩევნო სიას არ ნიშნავს. უნდა მოხდეს პარტიების გამსხვილება, ეს უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ მყოფ პარტიებში, ასევე იყოს ე.წ. მესამე ცენტრი, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, ხმა მისცეს არა შავი-თეთრის რეჟიმში, არამედ ალტერნატივასაც.
  • გაზაფხული სავსე იქნება დაძაბულობით, მიტინგებით, პროტესტითასე გაგრძელება შეუძლებელია, დელეგიტიმიზირებული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და რაც უფრო სწრაფად შეიცვლება, მით უკეთესი, ასეთი უნდობლობის ფონზე სახელმწიფოს მართვა ვერ წარმომიდგენია.
  • შესაბამისად, იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები გახდეს შესაძლებელი, უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების გადაბარების, შეცვლის ალტერნატივა“, – განაცხადა  გველაშვილმა.