“რაც შეეხება კიდევ ერთხელ პროცესის შეჯამებას. ამ კანონპროექტმა მიღების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც მიღებით შეეძლო მოეტანა.
ჩვენ, რამდენიმეჯერ გვითხრეს არც კი დაგვეწყო ამ კანონპროექტის განხილვა. ეს იყო რაღაც კატეგორიული მოთხოვნა კონკრეტული სუბიექტების მხრიდან.
ნუ, არსებობს აზრის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, როცა ფიქრის თავისუფლებას გიზღუდავენ, ეს თავისთავად მეტყველებს დამოკიდებულებაზე სახელმწიფოს მიმართ. რათქმაუნდა, ჩვენ ასეთ დამოკიდებულებას ვერ დავუშვებდით.
თავისთავად ის , რომ კატეგორიულად ითხოვდნენ განხილვის არ დაწყებასაც კი, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე თუ , რამდენად მძიმე იყო კონკრეტული სუბიექტებისთვის ამ კანონპორექტის განხილვის დაწყება.
სინამდვილეში, როდესაც დაიწყო ამ კანონპორექტის განხილვა, მან უკვე მოიტანა ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები, ეს იყო პირველ რიგში ლუსტრაცია , განხორციელდა შესაბამისი სუბიექტების ლუსტრაცია“– განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.