უკრების საელჩო: პრემიერი სიტყვასიტყვით იმეორებდა რუსული პროპაგანდის თეზისს!

უკრაინის საელჩო საქართველოში პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ხელმძღვანელობის ბოლო დროინდელ განცხადებებს არამეგობრულს უწოდებს და რუსული პროპაგანდის თეზისად ნათლავს.
ნეზალეჟნაიას საელჩო “ქართველ ხალხს” (?!) დიპლომატიური ჟესტით, ირიბად მოუწდებს სახელმწიფო გადატრიალებისკენ: “არ შეაჩეროთ ევროპული მომავლის განვითარება” , ასე ჟღერს დიპლომატიურ ენაზე მოწოდება სახელმწიფო გადატრიალებისკენ.
- „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის ხელმძღვანელობამ უკრაინის მიმართ რიგი არამეგობრული განცხადება გააკეთეს.
- თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებდნენ რა რუსული პროპაგანდის თეზისს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინა დაადანაშაულეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, რუსეთთან ომში ჩათრევაში და სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად ძალების გაგზავნაში.
- ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.
- იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა.
- ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხების მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.
- ჩვენ დიდად ვაფასებთ ქართველების მხარდაჭერას იმ დროს, როდესაც უკრაინელები დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან.
- თავის მხრივ, უკრაინა იყო და დარჩება ქართველი ხალხის მეგობრად, რომელსაც ვუსურვებთ, რომ არ შეაჩეროს ევროპული მომავლის განვითარება”, – წერია ნეზალეჟნაიას საელჩოს განცხადებაში.