საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" “გახარისტები” ცილისმწამებლურ კამპანიას ეწევიან: 3 საათში დანებდებოდაო! – თბილისი 24
9 მაისი 2024

“გახარისტები” ცილისმწამებლურ კამპანიას ეწევიან: 3 საათში დანებდებოდაო!

მაზაკვალ -ექსპრემიერის,გიორგი (ზაურიევიჩ) გახარიას დავალებით მისი მომხრეები  ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ აქტიურ ცილისმწამებლურ კამპანიას ეწევიან.
მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სოფია ხორგუანი სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს, თითქოსდა პრემიერმა ღარიბაშვილმა  “იმედის” გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ “საქართველოს ჯარი 3 საათიც ვერ გაუწევს წინააღგმდეგობას რუსულ არმიას”.

  •  “ჯარს დაანებეთ თავი! საქართველოს ჯარს თავი დაანებეთ! თავი დაანებეთ საქართველოს ჯარს! ჯერ ხომ კობახიძემ გადატრიალების მომზადება დააბრალა, ახლა ღარიბაშვილმა – 3 საათში დანებდებოდაო! და ეს ხომ აკადრეთ, პარტიის საყრდენად ნუღარ აცხადებთ!
    ვინ ხართ?! რა ჯურის ხართ?! რა დაგიშავათ ამ ქვეყანამ?! 😡” -წერს ‘აღშფოთებული”  სოფია ხორგუანი.