საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" რამდენიმე ევროპარლამენტარი ამბობდა, რომ ახლა საჭიროა რეჟიმის შეცვლა და დამხობა! – თბილისი 24
20 მაისი 2024

რამდენიმე ევროპარლამენტარი ამბობდა, რომ ახლა საჭიროა რეჟიმის შეცვლა და დამხობა!

რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ ევროპარლამენტმა თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა და გვითხრა, რომ სააკაშვილი არის მათი აგენტი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

  • „ეს ასე არ მოხდება. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ სააკაშვილმა ძალიან ბევრი მძიმე დანაშაული ჩაიდინა. გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მისი მონაწილეობა, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, ტელეკომპანია „იმედის“ მითვისება, კორუფციული ბრალდებები… ბოლოს ამ ადამიანმა დაიმატა საზღვრის უკანონო კვეთა. ამის შემდეგ ჩვენ არავითარი სამართლებრივი გამოსავალი ან კანონის დარღვევის სურვილი არ გვაქვს.
  • ჩვენ კანონს და კონსტიტუციას ვერ დავარღვევთ. სააკაშვილი დღეს არის პატიმარი. არ მინდა პატიმარზე ბევრი ვილაპარაკო, ერთი რამ მინდა ვთქვა: ვინც თვალყურს ადევნებდა მის აღვირახსნილ კამპანიას – მთელ მსოფლიოში მან დაიქირავა ლობისტური კომპანიები. ოფიციალურად მარტო ამერიკაში მილიონი დოლარი აქვს გადახდილი დედამისის მეშვეობით.
  • სჯობს, ევროპარლამენტმა საკუთარ თავს მიხედოს, 100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას? ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადებაც მოვისმინე, როდესაც აქ გახურებული დაპირისპირება იყო სპეცრაზმსა და აგრესიულ ბრბოს, ანარქისტებს შორის, რომლებიც ქვებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ ჩვენს პოლიციას, რამდენიმე ევროპარლამენტარი ამბობდა, რომ ახლა საჭიროა რეჟიმის შეცვლა და დამხობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.