სირბო ჩიხლაძე: რუსული რეჟიმიც უნდა განიდევნოს საქართველოს ხელისუფლებიდან!
სექტა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის (ეკოლოგიურ კატასტროფაში მოყოლილი ყვავის შემდეგ), სირბო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი არის მთავარი წინაღობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
- „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რეალურად რა არის ხალხის ძალა. ის არის ხალხის ძალა, რაც რუსთაველის გამზირზე ხდებოდა და ვინც რუსთაველზე იდგა და არა – სოზარი, მაჭარაშვილი, ხუნდაძე – ბიძინას რუსული ძალა, რომელმაც კანონი დააინიცირა.
- დიახ, ერთ რამეში ვეთანხმები მაჭარაშვილს, ეს იყო გულწრფელი პროტესტი ამ კანონთან დაკავშირებით. არ დაგვავიწყდეს, რუსული კანონი გაწვეულია, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლებაში რჩება რუსული რეჟიმი.
- რუსული რეჟიმიც უნდა განიდევნოს საქართველოს ხელისუფლებიდან“, – აცხადებს ჩიხლაძე.
რედაქციის განმარტება: ვერანაირად ვერ შევხედავთ სერიოზულობით მსგავსი არარაობების განცხადებებს და ვდებთ, მხოლოდ მკითხველის გასახალისებლად.