დეპუტატ სონღულაშვილის აღიარება : შეცდომა დავუშვი!
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ,”ქართული ოცნების ” ორგზის მოწვევის პარლამენტარმა დავით სონღულაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჯერ დაწერა სკანდალური კანონის მოსანანიებელი პოსტი, შემდეგ კი წაშალა ( ან წააშლევინეს).
თუ გადახედავთ ამ სუბიექტის ბიოგრაფიას, მთავრი ის არის, რომ თითქმის 7 -წლიანი სტაჟის “სანდო, გამოცდილი და ერთგული” დეპუტატი საკუთარ თავს აძლევს უფლებას გააჟღეროს საკუთარი პარტიის საწინააღგმდეგო განცხადებები. ან, რა განსხვავებაა მას და ძალადობრივ აქციაზე მირეკილ, გაუთვითცნობიერებელ “აპოლიტიკურ ახალგაზრდებს” შორის?
დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი
დაბადების თარიღი: 1 იანვარი, 1983 (40 წლის)
კატეგორია: ეკონომისტი, პოლიტიკოსი
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეკონომიკური ინფორმატიკის მიმართულებით 2004 წელს; კავკასიის ბიზნესის სკოლა მარკეტინგის სპეციალობით 2006 წელს; გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლა, სპეციალობა: საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი 2009 წელს.
სამუშაო გამოცდილება: ტელეკომპანია “მზე”, გაყიდვების მენეჯერი (2003);საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწე (2004); საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი (2004); 2004-2006წწ. სს “საქართველოს ბანკის” შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორი; 2007-2016წწ. შპს “ედრესის” მმართველი დირექტორი; 2016-2020წწ.
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №24 მაჟორიტარული ოლქიდან;
2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №9 მაჟორიტარული ოლქიდან
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, თავმჯდომარე (2020-)
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2020-)
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება”, წევრი (2020-)
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2016-2020)
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარე (2019-2020)
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი, წევრი (2017-2019)
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, წევრი (2016-2017)
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება” , წევრი (2016-2020)