რუსებს ტანკები მოქოქილი ჰყავდათ და თბილისისკენ წამოსვლას აპირებდნენ!
მეგობრებო, გული არ გაიტეხოთ!
ყოველთვის გვახსოვდეს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის უკან გატანით ენჯეო-აგენტურამ და მათმა დასავლეთელმა დამქაშებმა, რომლებიც მაიდანს გვიწყობდნენ, თავში მარტო საქართველოს ხელისუფლებას კი არა, საქართველოსაც ჩაარტყეს!
ეს კანონი ყველა თავმოყვარე ერმა უნდა მიიღოს, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, რადგან ყველაზე მთავარი მინდა გითხართ!
გუშინწინ საღამოს, როცა თბილისში ვითარება ძალიან დაიძაბა, ცხინვალისა და ახალგორის სამხედრო ბაზებზე რუსებს ტანკები მოქოქილი ჰყავდათ და თბილისისკენ წამოსვლას აპირებდნენ.
უბედური და საცოდავი ქართველობა, რომელიც სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომით ასეთ დღეში ჩააგდო, შეშინებული ეკვროდა მავთულხლართებს და ტანკების წამოსვლის შემთხვევაში გასაქცევს ეძებდა…
ჭკუით საქართველოვ, თორემ რუსები შემოვლენ და ჩვენ გამძვინვარებული პუტინის წინაშე მარტო დავრჩებით!
ასე იყო 1921 წელს…
ჭკუით, თორემ ახლაც ასე მოხდება და ენჯეო-აგენტები პირველი გაიქცევიან!
საქართველოს ხელისუფლებისთვის კი ეს ყველაფერიი ჭკუის სასწავლი უნდა გახდეს…
ახია თქვენს თავს, პატრიოტები და სააკაშვილის მიერ ნაწამები ტვინით გაპენტილი ხალხი რომ გვერდზე გაწიეთ და ნაცებმწამებლებს ჩაეხუტეთ!
ძალოვანი სტრუქტურები, ტელევიზიები, კულტურის სფერო, მერიის სამსახურები, განათლების სამინისტრო და თვით „ქართული ოცნებაც“ კი სულ ნაცთა ბუნაგია.
დიტო ჩუბინიძე, ჟურნალისტი