6 დეკემბერი 2024

Вот смотрите – უყურეთ, შეხედეთ…

ვინც არ უნდა იყო შენ -გლეხი თუ ინტელიგენტი, დალაქი თუ მეწაღე, FB სივრცეში მოკაკუნე თუ ქართულ პოლიტიკაში არსაიდან მოსული, ხელოვნურად განაყოფიერებული ელემენტი, მთავარია პოლიტიკური ქულების დასაწერად აუგად ახსენო რუსეთი, ლანძღო, აგინო მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა,უწოდო ხუილო, ოკუპანტი, ბანერად უკრების დროშა გამოფინო და დასავლური კეთილგანწყობა-წარმატება გარანტირებული გაქვს.

მნიშვნელობა არ აქვს შენს წარსულ ბიოგრაფიას, რა კავშირი გქონდა და გაქვს დღეს ამ მეზობელ სახელმწიფოსთან.

პოლიტიკოსმა, რომლის გვარი აქ იგულისხმება, ცხოვრება ისწავლა, ფეხი ფაქტობრივად დედა რუსეთში აიდგა. შესწირა მას ფაქტობრივად თავის ცხოვრების საუკეთესო წლები (18 დან 40 წლამდე), მოსკოვში დაამთავრა უნივერსიტეტი, დაიცვა ხარისხი, მუშაობდა ერთ-ერთ პრესტიჟულ სამსახურში, კითხულობდა ლექციებს რუსეთის ყველაზე გავლენიან უნივერსიტეტში, სტუდენტებს უყვებოდა ისტორიებს რუსეთის იმპერიის ძლევამოსილების შესახებ, ჰქონდა წარმატებული ბიზნესი ექვსი სხვადასხვა კომპანიაში სარესტორნო სფეროში…
არავის დასუვამს კითხვა მისთვის, როგორც პოლიტიკოსისათვის:
– რა შეფასებას აძლევს როგორც პოლიტიკოსი, აფხაზეთიდან დევნილი, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს და რუსეთის როლს ამ კონფლიქტში?
თუ ნეგატიურს მაშ, რატომ აირჩია მაინცდამაინც აგრესორი სახელმწიფო 19 წლის ზრდასრულმა ჭაბუკმა მეორე დედასამშობლოდ,რომელმაც მისი სამშობლოს ნაწილის ანექსია მოახდინა?
– რატომ დუმდა, როცა საქართველოს ხელისუფლებაზე შურისძიების ნიშნად ქართველებს ეთნიკური ნიშნით ფარასავით, საბარგო თვითმფრინავებით ერეკებოდნენ რუსეთიდან?
– რატომ დუმდა 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის სამხედრო პროვოკაციის შემდეგ განხორციელებული რუსული ოკუპაციის ფაქტზე?
თუ ნეგატიურს, მაშ 10 წლის შემდეგ გაახსენდა, რომ რუსეთი ოკუპანტია?!
– რატომ არ დახია, დაწვა მაშინ პროტესტის ნიშნად რუსული პასორტი და რატომ ჩააბარა იძულებით მხოლოდ მაშინ, როცა მას კანონი ავალდებულებდა ?
– სად არის მისი ერთი სიტყვა, განცხადება, წინადადება სააკშვილის ნაცისტური რეჟიმის შესახებ?
რათქმაუნდა მას ეს ყველაფერი გადმოცემით, მხოლოდ ტელევიზიით აქვს ნანახი და ზღაპარი ჰგონია, ვერ იჯერებს, ვერ აღიქვამს იმ რეალობას, რაც 2004-2012 წლებში ტრიალებდა საქართველოში, ამიტომაც დღეს ასე ადვილად, თავისუფლად ლანძღავს იმ ადამიანს, ვინც ქვეყანა იხსნა ფაშიზმისგან და თურმე დებატებშიც იწვევს მას!

უფრო მეტიც, დიდი ალბათობით თავად რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი ხელისუფლებას “პრორუსულობაში” დებს ბრალს, ქვეყნის გადარჩენის და ხსნის პირობას დებს ივანიშვილისგან. ადამიანისგან, ვინც საკუთარი და საკუთარი ოჯახის სიცოხლის რისკის ფასად ერთხეულ უკვე იხსნა საქართველო მონობისგან.

არ ვიცი რა იყო რეალური მიზანი მისი ასე უეცარი განდიდების, გადიდკაცების და თეთრ ცხენზე დასმის, ქართულ პოლიტიკაში უარესიც მომხდარა მარგველაშვილ- ზურაბიშვილის სახით, მაგრამ ფაქტია, დროულად მიუხვდნენ მის რელაურ სახეს და განზრახვას.

ან, რა ძნელი ამოსაცნობია ადამიანი, რომელიც საკუთარი ტყავის გადასარჩენად 1994 წელს ასე მარტივად შეელია დაჩაგრულ, დანგრეულ, გაპარტახებულ, დანაწევრებულ, სისხლისგან დაცლილ, დამცირებულ ქვეყანას და დღეს ეს სუბიექტი ამ ქვეყანის გადარჩენის პირობას დებს, ისევ და ისევ იმ ადამიანისგან ვინც დაბანა,ჩააცვა,დაახურა,მორთა,მოკზამა…

ერთადერთი, რაც დღეს მის მმართველობას და მაზაკვალურ სახეს მოგვაგონებს, ეს არის რუსულ ენაში დიალოგის დასაწყისისას თქმული და ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ტრენდად ქცეული ” Вот смотрите” – “უყურეთ, შეხედეთ…”