გედი ფოფხაძეს გაგიყრიან უკანალში და ბონუსად ხაბეიშვილ-ბარბაქაძეს დააყოლებენ!
ჩინეთის პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა დღეს – უახლოეს თვეებში ის მოხდება, რაზეც საუკუნეები ვოცნებობდითო, ან მოლაპარაკებებით ან სრულმასშტაბიანი ომითო.
გესმით ეს რასაც ნიშნავს…?
რუსები სულ უფრო აძლიერებენ შეტევებს და ზეწოლას, უახლოესი 6 თვე ალბათ გადამწყვეტი იქნება. ბრიანსკში მომხდარ ამბავს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს. პრინციპში, არც უკრაინას და ამერიკას გაუგიჟებიათ თავი, ჩვენი გაკეთებული არ არისო, სასტიკად გასცეს პასუხი დაბომბვებით.
თოქ-შოუ “ ლაპარაკობს დიდი ლვოვი” დანილოვმა პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ნატოს იდეის გულისთვის იხოცებიანო.
ირან- ისრაელის ომი სულ უფრო ახლოვდება.
აზერბაიჯანმა ისრაელს შესთავაზა თავისი ტერიტორია გამოიყენოს ბაზირებისთვის. ე.ი არც აზერებს დაადგება კარგი დღე და სავარაუდოდ არც კავკასიას, ირანი სირია და ერაყი არ არის.
და ამ დროს, საქართველოში “ნასედკა” ლიდერების აქციებით უნდათ არეულობა და ხელისუფლების ატრიალება.
გედი ფოფხაძეს გაგიყრიან უკანალში და ბონუსად ხაბეიშვილ-ბარბაქაძეს დააყოლებენ თუ არ გაჩერდებით!
ერთი არეულობა და მდიდრებით და პოლიტიკოსების თავების დაყრით დაიწყება კრიმინალის ეპოქა საქართველოში.
ზოგიერთ რეგვენს გონია ვაშინებ და რუსულ გადაცემას ვუყურე, სადაც ფაქტობრივად ის თქვეს ჩვენზე, რასაც ველოდი – პოლიტიკური ვაჭრობის თემაა ეს მხოლოდ ამ ეტაპზე.
და საერთოდ, მაიდანი რომ არ მოხდა საქართველოში და უკრაინის მსგავსად ომში არ ვართ ჩათრეული, მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ სასტიკ უმცირესობაში არიან ნაც-ლიბერალები.
იციან ეს ამერიკელებმა და არც თვითონ აწყობთ აქ მსგავსი ამბები, რადგან გამწარებული ხალხისგან შეიძლება ის მიიღონ, რომ სამუდამოდ დაკარგონ საქართველო. და ასეთი ამბების ფონზე საქართველოში, შუაზე სკდებიან და სრულიად ამორალურ ადამიანების ჭკუაზე დადიან.
ბებითქვენისა, აკია და გირჩი ჯაფარიძე მოგაგებიებთ ომს.
დიტო ბიძინაშვილი, ბლოგერი