7 დეკემბერი 2024

თბილისის აქციების “რუსულ ისტერიას” რუსეთის მედიასაშუალებები არ აშუქებენ!

მეორე დღეა თბილისში ამერიკის საელჩოს ორგანიზებული ანტისამთავრობო აქციები იმართება. ოპოზიციის მტკიცებით , აქციის საბაბად ქცეული , პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონი “უცხო აგენტების შესახებ”  რუსულია. ისინი არ დაუშვებენ “რუსული კანონის” მიღებას და საქართველოს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას.
აქციებზე გამუდმებით ისმის შეძახილები “არა რუსულ კანონს,” სხვა შეურაცხმყოფელი შეძახილები რუსეთის ფედერაციის და მისი პრეზიდენტის  მიმართ, თუმც რუსეთის ფედერაციის საინფორმარციო საშუალებების მიერ გავრცელებულ არც ერთ ინფორმაციაში მსგავსს ვერ ნახავთ.

ისინი უბრალოდ იგნორირებენ მსგავსს, არ აშუქებს და განზრახ იღებენ ტექსტიდან სიტყვა “რუსეთს ” და დემონსტრატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაჟღერებულ დამოკიდებულებას.

უბრალოდ წერენ,რომ ოპოზიცია ეწინააღმდეგება “კანონს უცხოური აგენტების შესახებ. ”
რუსეთის მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვას ნუ მიაწერთ, უბრალოდ დაფიქრდით, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს, დასკვნა მკითხველისთვის მიგვინდია!

 

https://ria.ru/20230308/gruziya-1856597729.html
https://ria.ru/20230308/tbilisi-1856591808.html
https://radiosputnik.ria.ru/20230308/gruziya-1856553824.html
https://ria.ru/20230308/borrel-1856566851.html
https://www.1tv.ru/news/2023-03-08/448694-v_tbilisi_prohodyat_massovye_besporyadki