ნატო ჩხეიძე: ყორღანაშვილს ეგონა, რომ მოქალაქეების ინფორმირებულობაზე ზრუნავდა! (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის წევრი, ოლიგარქი ნატო ჩხეიძე სკანდალურ კანონთან დაკავშირებით კოლეგებს მოძღვრავს. დეპუტატი ახლებურად აანალიზებს კახაბერ ყორღანაშვილს ისტორიულ ფიგურას და მის ფიქრებსაც წვდება. მისი თქმით, კახაბერ ყორღანაშვილს ეგონა, რომ “გამჭირვალეობას მატებდა და მოქალაქეების ინფორმირებულობაზეც ზრუნავდა”
– ” გაგახსენდება კახაბერ ყორღანაშვილი, რომელსაც სულაც არ ეგონა კოლეგებო, რომ რაიმე ცუდს აკეთებდა ქვეყნისთვის.
მას ეგონა, რომ რაღაც მეტ გამჭირვალეობას მატებდა და მოქალაქეების ინფორმირებულობაზეც ძალიან ზრუნავდა.
ახლა მე მოგახსენებთ, რა იყო ამ მეტი გამჭირვალეობისა და ინფორმირებულობის შედეგი. ხალხური ლექსის ორი ტაეპია:
-” ყორღანაშვილს ქარაფიდან ფეხი ჰკერს და გადაფრინდა”.
და ეს თქვენი გაგებით უსამშობლო კაცმა, საჩინო ბარათაშვილმა გააკეთა,”- განაცხადა და ფაქტობრივად მომავალი უწინასწამეტყველა კოლეგებს ღვაწლმოსილმა პარლამენტარმა.
ისტორიული ფაქტი: მოღალატე აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი 1569 წლის ფარცხისის ბრძლისას მიეგება მტერს გზაზე და მეგზურად წაუძღვა.
P.S. ღმერთო უშველე ყველა გაჭირვებულს!