მისალმების ფორმები სხვადასხვა ქვეყნებში

ჩვენთვის მისალმების ყველაზე გავრცელებული ჟესტი ხელის ჩამორთმევაა. მაგრამ თითოეულ ერს ერთმანეთის მისალმების საკუთარი ადათ-წესები აქვს.
მოგზაურობის დაგეგმვისას აუცილებელია გაეცნოთ კონკრეტულ ქვეყანაში მიღებული ქცევის ელემენტარულ წესებს. პატივისცემით მოკითხვა პირველია, რაც არა მხოლოდ კარგ განწყობას უზრუნველყოფს თქვენთვის და გარშემომყოფებისთვის, არამედ დაგეხმარებათ ახალი მეგობრების შეძენაში.
- საფრანგეთში, გარდა ჩვეულებრივი ხელის ჩამორთმევისა, არაფორმალურ გარემოში შეხვედრისა და განშორებისას მიღებულია სამჯერ შეხება ლოყებზე, კოცნის გამოსახულებით.
- გერმანიაში, შეხვედრაზე გერმანელი იკითხავს: “როგორ მიდის?”, მაგრამ იტალიელი – “როგორ დგახარ?”.
- ამერიკაში მიღებულია ხელის ჩამორთმევა, მაგრამ ახალგაზრდა ამერიკელს შეუძლია მიესალმოს მეგობარს ზურგზე ხელის დარტყმით.
- ლათინურ ამერიკაში შეხვედრისას , „ბუენოს დიასს“ წამოიძახებენ და მხრებზე ეხვევიან ერთმანეთს. უფრო მეტიც, ჩვეულებრივია ჩახუტება როგორც ნაცნობ ადამიანებს, ასევე მათ, ვინც პირველად შეხვდნენ.
- არაბულ ქვეყნებში ხელებს მკერდზე გადააჯვარედინებენ,
- ინდოეთის ზოგიერთი ტომის წარმომადგენლები კი შეხვედრისას ფეხსაცმელს იხდიან,
- კონგოში ხელებს მეგობრებისკენ უშვებენ და მათზე სულს უბერავენ.
- უჩვეულო გამარჯობა იციან ტაილანდში. მისალმებას „ვაი“ ჰქვია – ხელისგულები ერთმანეთში იკეცება და მკერდთან ან სახესთან მიიტანს, ოდნავ იხრება.
-ინდოეთში, მისალმების ნიშნად, ჩვეულებრივად იკეცება ხელისგულები ისე, რომ თითების წვერები წარბების დონეზე იყოს. ასევე, ახლო ადამიანებს შორის, თუ დიდი ხანია არ შეხვედრიან, ჩახუტება შესაძლებელია: მამაკაცებისთვის ,ზურგზე ხელისგულების მოსმით, ქალები კი მსუბუქად ეხუტებიან ერთმანეთს და ლოყაზე ორჯერ ეხებიან.
-იაპონელი შეხვედრისას ქედს იხრის. არსებობს 3 სახის ქედის მოხრა :
დაბალი და ნელი ღრმა პატივისცემის გამომხატველი;
საშუალო (20-30 გრადუსიანი კუთხით) რამდენიმე წამის დაგვიანებით და თავისა და ტანის ოდნავ დახრილობით,
შეხვედრისას სპარსელები ერთმანეთს უსურვებენ: „იყავი მხიარული“, ებრაელები– „მშვიდობა შენდა!“, რუსები- ჯანმრთელობას, გერმანელები- კარგ დღეს, ქართველები – მშვიდობას ან გამარჯვებას.