7 ოქტომბერი 2024

კობახიძე: საქართველოში “ჯაშუშების რევოლუცია” არ მოხდება! (ვიდეო)

პარტია “ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი კობახიძე 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციას “ჯაშუშების რევოლუციას ” უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოში მსგავსი აღარ და ვერ განმეორდება.
კობახიძის თქმით , 2003 წლის ” ვარდების რევოლუცია” ეს იყო საზოგადოების მიერ დაშვებული პრინციპული შეცდომა, რომელიც ჯაშუშების ქმედებებმა განაპირობა.

  •  ” საქართველოში 2003 წელს მოხდა ჯაშუშების რევოლუცია, რომელმაც საქართველოს ანტი-ევროპული 9 წელი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა მოუტანა.
    მაშინ, ჯაშუშებმა შეძლეს მანიპულიერება საზოგადოების გულწრფელი ემოციებით და პრინციპული შეცდომა დააშვებინეს.
    დღეს, ქართული საზოგადოება საკმარისად მომწიფებულია, იმისათვის, რომ ჯაშუშების ახალი რევოლუცია და ქვეყნის წარსულში დაბრუნება არ დაუშვას.
    საქართველო არის სახელმწიფო და ქვეყნის არევის ყველა მსურველი კანონის ფარგლებში, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს”- აცხადებს კობახიძე.