14 ნოემბერი 2024

გახარია, დაემუქრე ბებიაშენს!

 იტყვით, სანთლით ნაძებნი პოლიტიკოსები, ქვეყნის პირველი პირები, ასე ერთბაშად  ყველა შეცდომა როგორ იყოო:  

  •  პრეზიდენტად  გახრწნილი პლასტელინი,ბომჟი, უმაღლეს მხედართმთავრად წოდებული ლოთი, დღეს, რომ ქართული არმიის დისკრედიტაციას ეწევა,
  • მოქმედი  მავნე, ფრანგი პენსიონერი, რომელიც როდის, რა ცეცლხს დაანთებს, რას გადაბუგავს და  რა ზიანს მოუტანს ქვეყანას ღმერთმა უწყის,
  •  ГРУ -ს აგენტი, პრემიერად წამოსკუპებული  МГУ-ს პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი  გიორგი გახარია (ყალბი დიპლომით)  – რომელიც, თურმე, მხოლოდ ის არ ყოფილა ივანიშვილის მარიონეტი და ადამიანთან, რომელმაც ჩააცვა, დაბანა, კაცად აქცია „ ვალის დაბრუნებით“  იმუქრება!

„დღეს საქართველო ერთმანეთზე წაკიდებულ საზოგადოებად იქცა ივანიშვილის ბრალია“-ო , რათქმაუნდა იტყვის, საქართველოში არ უცხოვრია მთელი 20, საუკეთესო წლები  (1994 წლიდან 2013 წლამდე)  და აზრზე არაა რა საშინელი გზა განვლო ქვეყანამ ამ ავბედით წლებში!

აფხაზეთის დაცემის შემდეგ კარგი ცხოვრების საძებნად გაშპა მოსკოვებში და პუტინის  ქება დიდებით გადაიტყავა მუხლები,  ბიზნესები იშოვა და მილიონერი გახდა რუბლებით! ვერ თმობდა, სანამ არ გაუგეს და  ხელიდან არ გააგდებინეს  რუსეთის მოქალაქის პასპორტი  (ნომერი N 2400094116 გაცემული 16.10. 2000 წ, ივანოვოს რაიონის ქალაქ ვიჩუგას შინაგან საქმეთა სამსახურის მიერ)

ნეტა  რას ასწავლიდა 2006-2009 წლებში  მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГУ )  სტუდენტებს  მიწვეული ლექტორი  გახარია  „საქართველოს ისტორიულ გზაზე“,  2008 წლის  აგვისტოს ომზე, იმას ხომ არა ომი საქართველომ დაიწყოო?

ცნობისათვის,   საქართველოში ჩამოსვლამდე  გიორგი გახარია  რუსეთში  2 კომერციულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა:  ООО “Авиа-Эдем” (შპს „ავია-ედემი“) თანამდებობა-  დირექტორი, 12.26.2002 წლიდან და ООО “Алазани-Эдем Минеральные Воды” (შპს “ალაზანი-ედემის მინერალური წყლები” ), თანამდებობა გენერალური დირექტორი

იყო 6 კომპანიის დამფუძნებელი:

ООО „Фуд Отель“ (Food Hotel),

ООО “Скай Фуд Кейтеринг”, (შპს „ Sky Food Catering, ,

ООО “Скай Фуд , (შპს „ Sky Food“),

ООО “Здоровое Питание” (შპს “ჯანსაღი საკვები”) ,

ООО “УТА” (შპს “უტა”) .

გიორგი გახარიას შესახებ , მოსკოვის რეგიონში რეგისტრირებული ორგანიზაციების ცნობარში (გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი  N 370700188142  )იძებნება  როგორც „ რესტორნების საქმიანობა და საკვების მიწოდების მომსახურება; საქმიანობა ბანაკებში დროებითი განსახლების, საცხოვრებელი ფურგონებისა და ტურისტული მისაბმელების საქმიანობის უზრუნველსაყოფად“.

დღეს,  წუწკი მაზაკვალი, “ნაგლად”  იმეორებს ევროპარლამენტარების ბოდვას  „ივანიშვილის  ვენდეტის“ შესახებ და  პირდაპირ  ნიკანორ მელიას ლექსიკით გვიმტკიცებს რომ თურმე,  ივანიშვილი „პირადი ინტერესების გამო დამდგარა ისტორიის არასწორ მხარეს“ !

დღეს ჩვენ გვაქვს შანსი-ო“, რომ იჭაჭები,   ვის თქვენ, რამდენი ხართ ნეტავ , გამოდით ერთად რომ დაგთვალოთ აბა?!  რომ იმუქრები „ სულ მარტო რომ დავრჩე, მე ამ ვალს დავაბრუნებ-ო!“ ფეხები არავის მოჭამო, შენ გახარიავ, ვალი დაუბრუნე ბებიაშენს ცუცას!

და მაინც, არანაირი შეცდომა არ ყოფილა  ამ ნაგვის ამოყრა,  ყველამ ერთად ნათლად  დავინახეთ  თუ, რა სიმყრალეა თავმოყრილი ქართულ პოლიტიკაში და ერთგული , პროფესიონალი ,  პრინციპული, სანდო კადრი მართლა სანთლით საძებარია!