7 ოქტომბერი 2024

პოდოლЯკი- კობახიძეზე: არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს.

ადამიანი, რომელის ქვეყანაც  ფაქტობრივად სამამულო ომშია, სახელმწიფო -უკრაინა არსებობის საფრთხის ქვეშაა, რომლის ერის გენეოფონდი განადგურების პირასაა, მისი სახელმწიფოს მეთაურის ბრიყვ გადაწყვეტილებებს უკვე 130.000 -ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, „მეგობარი“ სახელმწიფოს -საქართველოს ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური პირების კრიტიკისთვის იცლის და  თავად ჭკუამთხლე, სხვებს  უცოდინარს უწოდებს და ჭკუას არიგებს.

 პოდოლЯკის თქმით „ეხლა იმაზე უნდა ვიმსჯელოთ,თუ  რამდენად სწრაფად გაიქცევა რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან“  და არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს”.

  • „საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომზე კომენტარი არ გააკეთოს, ეს საქართველოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნებოდა.
  • და მეორე, რა თქმა უნდა, არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს.
  • სამდღიან ომში რუსეთი, რა თქმა უნდა, „იმარჯვებს“, რა თქმა უნდა. სასურველი იქნებოდა, ბატონი კობახიძე თუ შეისწავლიდა, როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა.
  • ჩვენ ერთი წელია ომში ვართ და რუსეთს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება. რუსეთი გაჭიანურებულად იბრძვის მოკლე მანძილებზე და ვერ ახერხებს ნახევარ კილომეტრზე ან კილომეტრზე მეტ წინსვლას.
  • კითხვა იმაშია, რამდენად სწრაფად გაიქცევა რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ამაზე კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელოთ”, – განაცხადა პოდოლЯკმა.

ბელორუსში მოღვაწე უკრაინელი წამოშობის მიხეილ პოდოლიაკი 2004 წელს 32 წლის ასაკში დაადეპორტეს ბელორუსიდან სახლემწიფოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს.