ნუ შეიძენთ ბინებს გაღორებული დეველოპერების მიერ აშენებულ მრავალსართულიან სახლებში!
სეისმოლოგების თქმით, დედამიწის ქერქი ნაწილებისგან – ფილებისგან შედგება. ფილები ერთმანეთის გვერდით არის მოთავსებული, მათ ქვეშ კი ქვების ნახევრად გამდნარი ქვის ფენაა. პერიოდულად წნევა იმატებს და ფილა მოძრაობას იწყებს, რის შედეგადაც, მოძრაობს დედამიწის ზედაპირიც.
–არ დავიღლები გაფრთხილებით:
—ნუ შეიძენთ ბინებს გაღორებული დეველოპერების მიერ აშენებულ მრავალსართულიან სახლებში!
–ახლა ვუმზერდი ტიკ-ტოკზე, როგორ ინგრევა სახლები თურქეთში მიწისძვრის დროს.
–ვინ მოასწრებს მაღალი სართულებიდან გამოქცევას?
–დაბალი სართულები კი მთლიანად დანგრეული შენობების ქვევით აღმოჩნდება.
–როგორც გადმოსცეს, თურქეთში, ნანგრევების ქვეშ 180 ათასი ადამიანი ყოფილა მოყოლილი.
–გაფრთხილდით, ხალხო, ჩვენ მეტად მცირერიცხოვანი ერი ვართ!
–ნუ გავრისკავთ!
–უნდა აიკრძალოს 4 -5 სართულიანზე მეტი სახლების მშენებლობა!
—ღორების ინტერესები არ უნდა გავითვალისწინოთ!
–თბილისსა და სხვა ქალაქებში, უნდა ჩატარდეს რევიზია, რათა გაირკვეს, რომელი შენობაა დარღვევით აშენებული, თუნდაც, მცირედით და პასუხი უნდა მოეთხოვოს უმკაცრესი ყველას, დაწყებული მშენებლით, უფლების მიმცემი კომისიით თუ არქიტექტურის სამსახურით და რაც მთავარია, ქალაქის მერით დამთავრებული!
–სანამ ასეთ მკაცრ ზომებს არ მივიღებთ, თბილისი და ბათუმი საბოლოოდ დაკარგავენ სახეს და გარდაიქცევიან ბეტონის მაღალი, მასიური, უსახური და საშიში შენობების ქალაქებად!
–ღორები უნდა გავაძევეთ იმ თანამდებობებიდან, საიდანაც დანაშაულებრივად გაიცემა საშიში შენობების აშენების უფლებები დარღვევებით და ფულის სანაცვლოდ!