14 ოქტომბერი 2024

პოლონეთის პრემიერი მესამე მსოფლიო ომს არ გამორიცხავს

უკრაინის კონფლიქტმა შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ესპანურ გამოცემა El Mundo-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

  • “ამ კრიზისის დასასრული დადგება ზუსტად მაშინ, როდესაც რუსეთი გადაწყვეტს გასვლას უკრაინის ტერიტორიიდან, ნებაყოფლობით ან იძულებითი ფორმით“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

პრემიერმა უპასუხა ჟურნალისტების დამაზუსტებელ შეკითხვას იმის შესახებ, ნიშნავს თუ არა “იძულებითი ფორმა” მესამე მსოფლიო ომს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ყველა სცენარი გასათვალისწინებელია.“ ​​

იანვრის ბოლოს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ უკრაინაში ჯავშანტექნიკის და სხვა იარაღის მიწოდება ხელს არ შეუშლის მესამე მსოფლიო ომს  და თუ საქმე აქამდე მივიდა, ტანკები აღარ იქნება საჭირო.