ისრაელის პრემიერი: მოლაპარაკებები ჩაშალა ამერიკამ!
ისრაელის ყოფილი პრემიერ მინისტრი ( 2021 წლის 13 ივნისიდან-2022 წლის 1 ივლისამდე) ნაფტალი ბენეტი უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებულ რუსეთ-ამერიკის სამხედრო კონფლიქტის დასაწყისს და გამართულ მოლაპარაკებებს იხსენებს და ამბობს, რომ მოლაპარაკებებს ხელი ამერიკის შეერთებული შტატების ხისტმა პოზიციამ შეუშალა. წარმოგვეშვა უთანხმოებები ამერიკელებთან. მე ვთვლიდი რომ შანსები მოლაპარაკების იყო, ამერიკელები- არა. „ ბოლომდე უნდა გავანადგუროთ პუტინი“- ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მაშინ. ჩემი აზრით, ამ საკითხს წყვეტდა და წყვეტს ამერიკა. ჩემი საქმე არ არის ამის განსჯა, რომელი მართალია. პირველ რიგში მე ვზრუნავ ისრაელის ეროვნულ ინტერესებზე.
- ზელენსკი დარწმუნებული იყო, რომ მისი დღეები დათვლილი იყო. რომ პუტინი აპირებდა პერსონალურად მის განადგურებას. ის ბუნკერში იმალებოდა. მე მაშინ მივიღე დაპირება პუტინისგან, რომ ის არ მოკლავდა ზელენსკის.
- მე მაშინ შევხვდი შოლცს, გერმანიის ახალ კანცლერს. ის სიტყვაძუნწია ანგელასგან (მერკელი) განსხვავებით. ანგელა მოლაყბე იყო. ის მეტად რთულ ვითარებაში იყო რუსეთიდან მიწოდებულ ბუნებრივ აირთან დაკავშირებით. მას ეშინოდა კრიზისის გერმანიაში.
- მე სრულად ვახდენდი ჩემი ქმედებების კოორდინირებას ბაიდენთან, მაკრონთან, ბორის ჯონსონთან, შოლცთან. წარმოგვეშვა უთანხმოებები ამერიკელებთან. მე ვთვლიდი რომ შანსები მოლაპარაკების იყო, ამერიკელები- არა“- აცხადებს ყოფილი პრემიერი.
-„ დაიწყო ომი. ორ ქარ-ცეცხლს შუა მოვექეცი. ერთის მხრივ ამერიკელები ელიან გარკვეულ ნაბიჯებს, ყველა ქვეყანა ვალდებულია დაეხმაროს უკრაინას. მე დიამეტრულად განსხვავებული, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ინეტერესი მაქვს.
ჩვენ გვაქვს სამხედრო აქტივობა სირიაში, კვირაში ორჯერ ვუტევთ ირანულ დაჯგუფებებს სირიაში. რუსეთს კი, ამ გიგანტურ ზესახლემწიფოს იქ განთავსებული აქვს C-300-ის შეიარაღება. მათ შეუძლიათ ამის ამოქმედება და ჩვენი მფრინავების ჩამოგდება. ვინ უშველის მათ? ვინ დაიხსნის შემდეგ რონ არადს ? ბაიდენი, ზელენსკი? ( რედ: რონ არადი, ისრაელის საჰაერო ძალების პილოტი, 1986 წლის 16 ოქტომბერს, ტყვედ ჩავარდა ლიბანში. იგი დაკარგულად ითვლებოდა 1988 წლის მაისიდან, მას შემდეგ რაც აშკარად გადაიყვანეს ირანში ან სხვა ლიბანურ ჯგუფში)
ეს მე უნდა გავაკეთო. ამას იმიტომ ვყვები, რომ ვიცოდეთ მთელი ამ ისტორიის რეალური მხარე. მე ყველაფერი მესმის, მაგრამ მე გამაჩნია საკუთარი ეროვნული ინტერესები.
გარდა ამისა, ისევე როგორც უკრაინაში, რუსეთშიც ცხოვრობს ბევრი ებრაული წარმოშობის მოქალაქე. მე, როგორც ისრაელის პრემიერი, მათ წინაშე ვგრძონობ პასუხისმგებლობას. როგორ მოვიქცე?
რადგან ჩემზე ორი მხრიდან იყო ზეწოლა, საბოლოოდ მე ავირჩე სტრატეგია, რომლის თანახმად, საჭირო იყო კონტაქტის დამყარება ორივე მხარესთან და მათ მოლაპარაკებებში დახმარება.
მე მესმოდა, რომ პუტინთან ჩამოყალიბებული მქონდა ნდობაზე დამყარებული დამოკიდებულება, ასეთი რამ კი იაშვიათია. ამერიკას დღესაც არ შეუძლია მასთან ნორმალური ურთიერთობა და არც სხვა ლიდერები არსებობენ, რომ ორივე მხარესთან აწარმოონ დიალოგი.
ჩვენ ჩავთვალეთ, რომ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარება კი ბატონო, მაგრამ იარაღით დახმარება გამოვრიცხეთ. მე ვაცნობე პუტინს ამ გადაწყვეტილების შესახებ.
მე დავურეკე პუტინს და ვუთხარი, რომ ლვოვში მინდოდა სამხედრო ჰოსპიტალის გახსნა. პუტინმა მითხრა, რომ თუ თქვენ დამპირდებით, რომ ეს ჰოსპიტალი არ იქნება გამოყენებული იარაღის ან სამხედო მიზნებისთვის, მაშინ არ არის პრობლემა, ჩამიგდეთ კოორდინატები, მე ვიზრუნებ , რომ არ დაბომბონ-ო.
ყველა მხარეს მოვლენების საკუთარი ინტერპრეტაცია აქვს.
დასავლეთი პუტინს იმპერიალისტად წამოაჩენს, თითქოს პუტინი ცდილობს დაიპყროს უფრო მეტი ტერიტორია, ჯერ საქართველო, მერე სხვა, ცდილობს წარმოაჩინონ – ხულიგნად. თუ, ჩვენ, დასავლეთი მას არ გავაჩერებთ უკრაინაში, ის დაპყრობს ბალტიისპირეთს, პოლონეთს…
პუტინს კი მიაჩნია, რომ როდესაც ბერლინის კედელი დაეცა, რუსეთს ნატოსთან ჰქონდა არ გაფართოების შეთანხმება, რომ ნატოს არ უნდა მიეღო წევრად რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები.
ამერიკელები მრავალი ასეული წელია მონროს დოქტრინას ემხრობიან. ეს არის ამერიკლელების ჰეგემონია დასავლეთ ნახევარსფეროში. ჯერ კიდევ 200 წლის წინ არ შეუშვეს მათ ფრანგები და ინგლისელები სამხრეთ ამერიკაში. ასეთივე მიდგომა აქვს პუტინს.
ჩემი საქმე არ არის ამის განსჯა, რომელი მართალია. პირველ რიგში მე ვზრუნავ ისრაელის ეროვნულ ინტერესებზე.
მე დავურეკე ბაიდენს, ბლინკენს, სალივანს და ვუთხარი – მისმინეთ, მე მაქვს კონტაქტი პუტინთან და თქვენ შეგიძლიათ გამომიყენოთ მე, როგორც კავშირის წყარო.
თავდაპირველად, პუტინთან კავშირი ინიცირებული იყო ზელენსკისგან. ზელენსკიმ დამირეკა მე და მთხოვა პუტინთან დაკავშირება. მე ყველაფერი დაპროტოკოლებული მაქვს.
- კითხვა: რატომ დაგირეკა ზელენსკიმ?
- პრემიერი: იმიტომ, რომ დავხმარებოდი. იმიტომ, რომ ძალიან უჭირდა. ის დარწმუნებული იყო, რომ მისი დღეები დათვლილი იყო. რომ პუტინი აპირებდა პერსონალურად მის განადგურებას.
- კითხვა: და მისი მოკვლა ასე ადვილი იყო პუტინისთის?
- პრემიერი: საერთოდ არ იყო ძნელი. რუსეთი აყენებდა თავის მოთხოვნებს -დენაციფიკაცია , დემილიტარიზაცია.
მე მაშინ შევხვდი შოლცს, გერმანიის ახალ კანცლერს. ის სიტყვაძუნწია ანგელასგან (მერკელი) განსხვავებით. ანგელა მოლაყბე იყო. ის მეტად რთულ ვითარებაში იყო რუსეთიდან მიწოდებულ ბუნებრივ აირთან დაკავშირებით. მას ეშინოდა კრიზისის გერმანიაში.
გერმანიის კანცლერს მე ვუამბე პუტინთან გამართული დიალოგის შესახებ.
პუტინმა მითხრა, რომ ის მზად იყო ცეცხლის შეწყვეტაზე.
დავიწყე გადარეკვები იქით -აქეთ, პუტინი -ზელენსკი, ზელენსკი-პუტინი…
მე სრულად ვახდენდი ჩემი ქმედებების კოორდინირებას ბაიდენთან, მაკრონთან, ბორის ჯონსონთან, შოლცთან. წარმოგვეშვა უთანხმოებები ამერიკელებთან.
მე ვთვლიდი რომ შანსები მოლაპარაკების იყო, ამერიკელები- არა.
პუტინი წავიდა ორ დიდ დათმობაზე – უარს ამბობდა დენაციფიკაციაზე და პირობას დებდა რომ არ მოკლავდა ზელენსკის. ჯონსონი რადიკალური ზომების მომხრე იყო. მაკრონი და შოლცი უფრო პრაგმატულები.
თუმცა, მათ მიიღეს გადაწყვეტილება ბოლომდე დაემხოთ პუტინი, მე მაშინ ამას არ ვეთანხმებოდი. ეს სფერო არ შედიოდა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. ჩემი აზრით,ამ საკითხს წყვეტდა და წყვეტს ამერიკა,“ -აცხადებს ისრაელის ყოფილი პრემიერი ინტერვიუში.