პლასტელინა სააკაშვილზე: მან შეიძლება რაღაცეები არასწორად გააკეთა,მაგრამ…
საქართველოს მეოთხე, პლასტელინი პრეზიდენტი მესამეს გათავისუფლებას კატეგორიულად ითხოვს და აცხადებს, რომ “მან (სააკაშვილმა) შეიძლება რაღაცა არასწორად აკეთა ან იყო რაღაცები, რაც მან დაარღვია”, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაწამოთ და მოვკლათ ის.
მეოთხეს თქმით სააკაშვილის პატიმრობა ეროვნული იდენტობის დამაზიანებელია.
- “მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში კრიტიკული ვიყავი მის მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ის დეტალებია, რაც უნდა გავითვალისწინოთ. ის, შეიძლება რაღაცას აკეთებს არასწორად ან იყო რაღაცები, რაც მან დაარღვია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაწამოთ და მოვკლათ ის. ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე, არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონთ ის პოლიტიკურად თუ არა. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან ძლიერი ზიანი ჩვენი ეროვნული იდენტობის,”- აცხადებს ხათრით არჩეული მეოთხე პრეზიდენტი.