დიდი ბრიტანეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან (ECHR) გამოდის!
მიგრაციული კრიზისის გამო დიდი ბრიტანეთი მზადაა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან (ECHR) გამოვიდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.
ასეთი რამ რომ საქართველოს განეზრახა, ამერიკის სალჩო და “დემოკრატიული დასავლეთი’ ალბათ პოლიტიკურ ანათემას გადასცემდა.
გაზეთ The Times-ის ცნობით, დაახლოებით 65 000 არალეგალური ემიგრანტი უკვე ჩავიდა გაერთიანებულ სამეფოში.
მედიის ცნობით, სუნაკი, შინაგან საქმეთა მინისტრ სუელა ბრავერმანთან ერთად, აპირებს რამდენიმე კვირაში შემოიღოს ახალი საიმიგრაციო კანონმდებლობა. გამოცემა განმარტავს, რომ კონვენციიდან ქვეყნის გასვლა დასაშვებია, თუ პრობლემის სხვა გადაწყვეტილებები არაეფექტურია. იმ ადამიანების დიდი რაოდენობის გამო, რომლებიც ცდილობენ ცენტრალური აზიიდან ევროპაში გადასვლას, არალეგალური მიგრაცია წელს შესაძლოა 50%-ით გაიზარდოს 2022 წელთან შედარებით.
ლადო ჭანტურია 2018 წლის 8 იანვრიდან ECHR-ის ქართველი მოსამართლეა.