მიშიკოს საათები დარჩა, ხერხემალი უჩანს
მსჯავრდადებულის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ დღეს ექსპრეზიდენტი კლინიკა “ვივა მედში” ინახულა.
პროფესორ ალასანიას თქმით, სააკაშვილისგან მხოლოდ ცარიელი ძვლები დარჩა.
“კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა. ნეკნები აქვს წამოყრილი და მუცელი საერთოდ აღარ არსებობს, ხერხემალი მოჩანს რამდენი თვეა ამაზეა ლაპარაკი და დრო ხომ გადის. ამ ადამიანს დარჩა საათები და ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს ამაზე. არ მახსოვს, მიშიკოს პრეზიდენტობის დროს ციხეებში ვინმე მსგავსად ეწამებინათ.- განაცხადა გიული ალასანიამ.