საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" მიშა ერთობა, მედპერსონალი – სასჯელს იხდის – თბილისი 24
19 მაისი 2024

მიშა ერთობა, მედპერსონალი – სასჯელს იხდის

“ერთი რამ ძალიან მაკვირვებს – სააკაშვილის უსაქციელობის გამო, რატომ არ არიან ამ დრომდე სამედიცინო პერსონალი და პატიმრები გაფიცულნი. ციხეში პატიმრები სახელმწიფოს არ უპირისპირდებიან, თორემ მიშას ვიგინდარული ქცევის გამო ციხე აქამდე აბუნტდებოდა. ძალიან ბევრ პატიმარს სჭირდება დახმარება. ამ დროს ხედავენ, რომ 200 ათასზე მეტი ლარი სიმულაციაზეა დახარჯული.

იცით, კიდევ რას ვერ ვხვდები – რატომ არ არის სააკაშვილი კარცერში გადაყვანილი. დიახ, არა უბრალოდ საკანში, არამედ კარცერში. სააკაშვილი მედპერსონალს როგორც ექცევა, ეს სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო, მის მიმართ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს მიიღებდნენ. არ მესმის, რატომ არის მის მიმართ კანონი ასეთი ლოიალური?! მედპერსონალი ისეთ დღეშია, ტირის. არ ვიცი, ვინ იხდის სასჯელს – სააკაშვილი თუ მედპერსონალი. მიშა ერთობა, მედპერსონალი – სასჯელს იხდის”. აღნიშნავს ლალი მოროშკინა