მიშას რა? დიახ, დიახ, სწორედ ის, რაც იფიქრეთ!

სააკაშვილის დროინდელი შიდა კლანური დაპირისპირება მერაბიშვილ- ახალაიებს შორის, განსხვავებული სიგრძის, მაგრამ მსგავსი მენტალობის “ტორპედოებით” გრძელდება.
უკვე ყველასათვის ნათელია, რომ მერაბიშვილ- კეზერაშვილის ფალავანი, კონკურენტზე უინტელექტო, მაგრამ როგორც ნიკანორ მელია ახასიათებს ” ყველაფრის მკადრებელი და ყველაფერზე წამსვლელი” ხაბეიშვილია. ახალაიები საკითხს კუთხური პრინციპით უდგებიან და მხარს ანზორიჩს უჭერენ.
იკითხავთ მიშას რა? რა როლი აქვს ნაცმოძრაობის პატრიარქს და მამამთავარს, დამსახურებული პროფესორის გიული ალასანიას შვილს, საქართველოს ” აღმაშენებელს” მიხეილ სააკაშვილს ამ პროცესში?
დიახ, სწორედ რაც იფიქრეთ! მისი აზრი ამ ეტაპზე არავის აინტერესებს, ის მხოლოდ ნომინალური ფიგურა, ძონძის თოჯინაა ამ სცენარში. მიშა კეთილი მწყემსია, რომელსაც ორივე შეცდენილი შვილი უყვარს.
საზოგადოებას სავარაუდოდ, წინ დედა გიულის აღიარებითი სიტყვა ელის, სადაც ის შურს იძიებს მერაბიშვილზე, სააკაშვილის საქართველოში ჩამოტყუების გამო.
ეჰ, სააკაშვილის უმადური შვილები, ერთი მის დედასთან სექსუალური კონტაქტის დამყარებას ნატრობს, მეორე ქვეყნის ღალატსა და 2008 წლის ომის დაწყებაში ადანაშაულებს…