რუსეთი ეტაპობრივად ყველა ევროპულ გაერთიანებას დატოვებს
ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინა კანონპროექტი რუსეთის მიერ ევროპის საბჭოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ, დოკუმენტი გამოქვეყნდა დუმის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
ეს ხელშეკრულებებია:
— ევროპის საბჭოს ქარტია;
– ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ გენერალური შეთანხმება, ასევე მისი ხუთი ოქმი;
— ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, აგრეთვე მისი ათი ოქმი;
— ტერორიზმის აღკვეთის ევროპული კონვენცია;
— ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია;
– ევროპის სოციალური ქარტია.
ევროსაბჭოს საერთაშორისო ხელშეკრულებები რუსეთში შეწყვეტილად ჩაითვლება 2022 წლის 16 მარტიდან.
წლის ბოლომდე რუსეთი დატოვებს ასევე სხვა ევროპულ ორგანიზაციებს და გაერთიანებებს. ბოლო აკორდი რუსეთის მიერ გაეროს დატოვება იქნება. მანადე კი რუსეთი BRICS -ის წევრ სახელმწიფოებთან ერთად ახალ, გაერთიანებული ერების მსგავს ორგანიზაციის ანალოგის შექმნას გეგმავს.