რურუა: მერაბიშვილი რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირშია!
სექტანტური “მთავარი არხის” მეწილე ჟორიკა(გიორგი) რურუა სააკაშვილის რეჟიმის ხერხემალს, შს ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებს და ირწმუნება , რომ სწორედ ივანე მერაბიშვილი აბრალებდა სააკაშვილს ომის დაწყებას. “ პოლიტიკიდან წასული გამდიდრებული ადამიანი საზოგადოებისთვის უნდა გახდეს კეთროვანი-მიუღებელი”,- წერს გიორგი რურუა სოციალურ ქსელში.
- “ნავალნის პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა მის სახლთან ახლოს დაგროვილმა ნაგავმა.მან გაარკვია რატომ არ გაჰქონდათ ნარჩენები დროულად და, თითქოს ამ უმნიშვნელო ფაქტის გარშემო აღმოაჩინა კორუფციის ზღვა,ოკეანე,რაც გახდა მისი პოლიტიკაში მოსვლის საბაბი.
- ახლა ჩვენთან რა ხდება,ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი (პროგრესის მოწინააღმდეგე; რეაქციონერი) მოხელეები,მერაბიშვილის თამადობით. პოლიტიკიდან წასული გამდიდრებული ადამიანი საზოგადოებისთვის უნდა გახდეს კეთროვანი-მიუღებელი.
- ივანიშვილსაც აწყობს მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში.
- პირად საუბრებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას. დიდი ეჭვი არსებობს მისი და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ. აქ მოკლედ დავწერე მთავარი აქცენტები.
- მე ვუჭერ მხარს ნიკა მელიას,ვუსურვებ გამარჯვებას,როგორც შიდა ასევე მომავალ არჩევნებში,” – წერს გიორგი რურუა.