საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ექსკლუზივი – ამირან მესხელი: ისე გაგიხდით საქმეს, რომ ნაცი – ქოცი ერთმანეთს ასწრებდეთ! – თბილისი 24
28 თებერვალი 2024

ექსკლუზივი – ამირან მესხელი: ისე გაგიხდით საქმეს, რომ ნაცი – ქოცი ერთმანეთს ასწრებდეთ!

“თბილისი 24 ” საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის მოადგილის, ქართული სპეცსამსახურების “რუხ კარდინალად ” მიჩნეული ამირან მესხელის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

  • ” ვეცნობი თქვენს მასალებს, განსხვავებით სხვა მედია საშუალებებისგან დამოუკიდებლობის ნიშნები შევნიშნე და მჯერა ჩემს წერილს  კორექტირების გარეშე გაავრცელებთ.

მინდა მივმართო ყველას, ნაცებს, ქოცებს, ვირებს… არ ამალაპარაკოთ, გუდას თავი არ მომახსნევინოთ, თორემ, ისე გაგიხდით საქმეს, რომ ნაცი – ქოცი ერთმანეთს ასწრებდეთ!

ის ასლები, რაც ვითომ რომ გაანადგურეთ, ღირებული რომ ყოფილიყო, არავინ დაგიტოვებდათ იქ. სამწუხაროდ, ქოცები მეტად ჭკვიანები აღმოჩნდნენ, ვიდრე გვეგონა, ახრევინებენ ნაცებს ერთმანეთს!

მივმართავ ნაცებს- ეს თავდაუბანელი ქალი გააჩერეთ, აგენტები თქვენთან მოიკითხეთ, ვანოზე ღირსეული მინისტრი საქართველოს არ ჰყოლია, არც ვიღაცეების მსგავსად უტირია , კაცურად მოიხადა “სასჯელი”, ჩვენთვის რომ დაგეჯერებინათ ქვეყნა თავზე არ დაგემხობოდათ, მაგრამ ვიღაცეების ენებზე წინასაარჩევნოდ მოგვიშორეთ და ვინ იცის, რომ არა ბიძინა, თქვენვე გაგვასამართლებდით!

იმკითხავეთ ეხლა გვირილაზე – არის, არ არის, ვინც ჩემს ლექსიკას იცნობს, მიხვდება, რომ მე ვარ, მარად თქვენი ამირან მესხელი”- ნათქვამია წერილში.

ცნობისათვის: ამირან მესხელი ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო წლების განმავლობაში, ის მერაბიშვილის მარჯვენა ხელად ითვლებოდა. მესხელი კურატორობდა უშიშროების სამსახურს, მას ემორჩილებოდა სოდ-ი, კუდ-ი და სხვა კიდევ რამდენიმე დეპარტამენტი.