” როდესაც ტოლობის ნიშანი ისმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება-არ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და საუბარია იმაზე, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს.
თუ გნებავთ ჩემი დამოკიდებულება გეტყვით – საერთოდ არ გვინდა ასეთი სტატუსი, დაიტოვონ თავისთვის, თუ ეს არის წინაპირობა, დაიტოვონ თავისთვის.
რაც შეეხება ქვეყანას, მთავრობას – ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა 12 პუნქტის შესრულებაზე. მაშინ, საერთოდ რა საჭირო იყო ამ 12 პუნქტის წარმოდგენა და დავალდებულება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო შესრულებული.
შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროპული ინტეგრაცია ჰქვია. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ და ყველაფერი გაკეთდა 2012 წლის შემდეგ, ” – განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.