ნინიკო მშვიდობაძე: ნუ გაირყვნით და ნუ წაიბილწავთ გულსა და გონებას!
ჟურნალისტი, ლანჩხუთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე ნინიკო მშვიდობაძე, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ ახალგაზრდა თაობას მიმართავს და დაფიქრებისკენ მოუწოდებს.
- ” არ შემეძლო არ დამეწერა: ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ ახალგაზრდებს აქვთ აჩემებული და თითქმის სინქრონში გაიძახიან: ჩვენ არ ვიცით რა ხდებოდა სააკაშვილის დროს, მაშინ პატარები ვიყავითო.
- სულ მეფიქრება ხოლმე ასეთებეზე. როგორ ოჯახებში იზრდებიან? როგორ სკოლებში სწავლობენ? ისტორიის გაკვეთილებს არ ესწრებიან? ან როგორია მათი ისტორიის მასწავლებელი?
- არც მე ვიყავი, მე კი არა, ჩემი დედ-მამაც არ იყო დაბადებული ფაშიზმის დროს და მაინც ვიცი, რომ ფაშიზმი – ეს არის უდიდესი სიბოროტე მსოფლიოს, კაცობრიობის მიმართ. მე ვიცი, რომ ჰოლოკოსტი – ეს საშინელებაა და ვიცი ისიც, რომ დამნაშავეა სამყაროს წინაშე ყველა, ვინც ამგვარ ქმედებებს ჩაიდენს.
- მე არ ვიყავი დაბადებული ნერონის დროს და მაინც ვიცი, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მონარქი იყო რომის ისტორიაში…
- ჰოდა, ძალიან მიკვირს, მართლა მიკვირს, ასეთი რა გაუკეთეს ამ ბავშვებს, რანაირად მოექცნენ ასე, რა ასწავლეს, სად ასწავლეს, რომ ასე სინქრონში, ასე აზრმიუტანებლად გაიძახიან ამ სულელურ ფრაზას: არ ვიცით რა ხდებოდა მიშას დროს, პატარები ვიყავითო…
პ.ს. თქვენ არც სსრკ-ს დროს დაბადებულხართ და საინტერესოა, საიდან იცით, რომ ის დრო ცუდი იყო??
- გაიზარდეთ ცოტა, შვილებო, გაიზარდეთ ცოტა და მხოლოდ ბელადომანიით შეპყრობილებისაგან ნუკი გაიგებთ რაიმეს, წიგნებიც გადაშალეთ და იკითხეთ, ბევრი იკითხეთ, რომ მიხვდეთ: მიშა სააკაშვილის რეჟიმი სასტიკი და ულმობელი რეჟიმი იყო ბოლო დროის საქართველოს ისტორიაში, რომელსაც არაერთი ადამიანი, მათ შორის, უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა!!!
პ.ს. ერთიც კიდევ და დავასრულებ: სულ ვიხსენებ ხოლმე ამ ბოლოს: სულმადლიან გურამ დოჩანაშვილს თავის გენიალურ “სამოსელ პირველში” აქვს ასეთი პასაჟი:
კამორაში გადასულ დომენიკოს საწოლზე ანონიმური წერილი ხვდება: კადიმას, პოლკოვნიკი სეზარის და მიჩინოს ნუ გეშინია, დიდი-დიდი მოგკლან, ედმონდო ბეტანკური ერიდე, გაგრყვნისო. ჰოდა, ნუ გაირყვნით და ნუ წაიბილწავთ გულსა და გონებას, მომავალი თაობა ხართ მაინც და ამ ქვეყნის მომავალიც თქვენ ხელშია!!! დაფიქრდით, შვილებო!!!”- წერს ჟურნალისტი.
წყარო: ფეისბუკი