8 ოქტომბერი 2024

ლამის ნახევარი მოსკოვის გადაწვის გამო დაკავებულია “სვარჩიკი” და “პრარაბი”

მოსკოვის ოლქის, ქ. ხიმკში, ჰიპერმარკეტ OBI-ში გაჩენილი ხანძრის გამო, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს ელექტრო შემდუღებელი და ოსტატი. ამის შესახებ მოსკოვის რეგიონის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტი იტყობინება.

მოსკოვის რეგიონის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო დირექტორატის ქალაქ ხიმკის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელმა დააკავა სამშენებლო-ტექნიკური კომპანიის ოსტატი და შემდუღებელი, რომლებიც ეჭვმიტანილია უსაფრთხოების მოთხოვნების უგულვებელყოფისათვის, რამაც ქალაქ ხიმკის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი დიდი ხანძარი და ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, რაც ისჯება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

წყარო იხილეთ აქ