ზახაროვა: ამერიკა უკრაინაში ომს 2025 წლის ბოლომდე გეგმავს
შეერთებული შტატები უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებას მინიმუმ 2025 წლის ბოლომდე გეგმავს , რათა ფული გამოიმუშაოს კორუფციული სქემებით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
- „ისინი თავად გეგმავენ ამას, იმ დოკუმენტებიდან გამომდინარე, რომლებსაც არავისთვის არ მალავენ. ამერიკულ მედია დღეს უკვე აინტერესდება კორუფციული მარათონის „თეთრი სახლი – კიევი – თეთრი სახლი“ დეტალებით . ამით აიხსნება აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სურვილი, რომ კონგრესმა 2023 წლის ბიუჯეტში შეიტანოს დამატებითი დახმარება კიევისთვის 37 მილიარდი დოლარის ოდენობით. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპულ, მსოფლიო ბანკებსა და კერძო ფონდებში „დაბინავდება“. “ამერიკის ხელისუფლებასა და Raytheon-ს შორის სამწლიანი კონტრაქტი 1,2 მილიარდ დოლარად კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძენად, იმავე ლოგიკაში ჯდება”, – ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ.