11 სექტემბერი 2024

ზახაროვა: შესაძლებელია, რომ კვლავ დაიწყოს „სასახლის კარის გადატრიალება“!

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის  კიევში გამოჩენა შემთხვევითი არ არის, შესაძლებელია, რომ კვლავ დაიწყოს „სასახლის კარის გადატრიალება“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„  შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის უფროსი მოადგილე, ქალბატონი ნულანდი, 4 დეკემბერს კიევს ეწვია. ამერიკელი კურატორის უკრაინაში ინსპექტირების ვიზიტები აღარავის უკვირს – ეს ნორმალურია: თითქოს მოდის, რომ შეამოწმოს, როგორ მიდის საქმე. მისი გამოჩენა კიევში იმ პირობებში, როცა უკრაინის მმართველ წრეებში დასავლეთის დახმარების განაწილებასთან დაკავშირებით უთანხმოება მწვავდება, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. შესაძლებელია, რომ სასახლის გადატრიალება ან რაიმე სახის საკადრო გადანაწილება. მე ვფიქრობ, რომ ზელენსკის რეჟიმს, რომელმაც არაერთხელ გამოსცადა ვაშინგტონის მოთმინება, საფიქრალი გაუჩნდა”, – დასძინა ზახაროვამ.

.წყარო იხილეთ აქ