ამის მერე არ მიმიქარავს ბახმუტი და სოლედარი?! სულ ფეხებზე არ მკიდია უკრაინა და უკრაინელები, რუსი, ამერიკელი, თუ..
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი წერილს აქვეყნებს და წერს: ” მოგენატრათ წინა ხელისუფლებების ომები, დანგრეული რუსთაველი, პურის და ნავთის რიგები, „კარტოჩკები“, კუპონები, „ირანსკი კერასინკები“ და შუქის გრაფიკი? “შუქი, გაზი, პური, ახალი სამუშაო ადგილები რომ გვაქვს, ეს, „ქართული ოცნების“ გარდა, ამ ორი ტრადიციული კულტურის მქონე ენერგომატარებლებით უმდიდრესი ქვეყნების ( იგულისხმება რუსეთი და თურქეთი) დამსახურებაა.
რა თქმა უნდა, საქართველოც ძალზედ მნიშვნელოვანია მათთვის, როგორც ტრანზიტული ტერიტორია. ხაზს ვუსვამ – ლაპარაკი გადარჩენაზეა და არა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე, რაც ისედაც რუსეთის გვერდის ავლით არ გამოვა”.
- ” ბოლოს და ბოლოს, რაზეა საერთოდ ლაპარაკი?! ცხინვალში და სოხუმში ვერ ჩავდივარ, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე, სადაც მშობლების აშენებული სახლი დამრჩა! ამის მერე არ მიმიქარავს ბახმუტი და სოლედარი?! სულ ფეხებზე არ მკიდია უკრაინა და უკრაინელები, რუსი, ამერიკელი და საერთოდ – მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა და ერი, თუ საქართველოში შვილები და მშობლები შიმშილში, სიბნელეში და სიცივეში ვამყოფეთ?! მოგენატრათ წინა ხელისუფლებების ომები, დანგრეული რუსთაველი, პურის და ნავთის რიგები, „კარტოჩკები“, კუპონები, „ირანსკი კერასინკები“ და შუქის გრაფიკი?! ყველა წესით და კანონით, დღეს საქართველო ამ და კიდევ უარეს დღეში უნდა იყოს! და რომ არ არის, მარტო ამისთვის მოქმედ ხელისუფლებას უნდა ვუმადლოდეთ, სხვა თუ არაფერი!
- მარტო ერთ რამეს დავამატებდი – აზერბაიჯანის და, რაც მთავარია, რუსეთის გარეშე საქართველო, როგორც სა – ქართველო, ანუ ქართველების ქვეყანა, და არა სა-ქათმე, არა მგონია, გადარჩეს, -წერს ხიდირბეგიშვილი.