ლევან ხაბეიშვილი ეშმაკის ბორბალს დაათვალიერებს
სააგენტო “მაშალ პრესი” სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი თბილისის ერთ-ერთი მეტროს სადგურში “ჩავიდა და ამოვიდა”.
ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა ფაქტობრივად, გამონაკლისი შემთხვევაა ქართულ პოლიტიკაში, როცა ქართველი პოლიტიკოსი უბრალო მოკვდავ ხალხთან ასე ახლოსაა.
მონახულების შემდეგ ბატონმა ხაბეიშვილმა მედიასთან აღნიშნა, რომ ეს პირველი ნაბიჯია და შემდეგში ის ასევე მოინახულეს ოპერის და ბალეტის თეატრს და ეშმაკის ბორბალს.
- ” მე დღეს ჩემი თვალით ვიხილე რას დაამსგავსა ქართულმა ოცნებამ და კალაძემ სააკაშვილის მიერ აღორძინებული საზოგადოებროვი ტრანსპორტის ეს სახეობა. მემანქანეეები ფაქტობრივად გომოკეტილები არიან სამანქანო განყოფილებაში და არ აქვთ კონტაქტი ხალხთან, თითზე ღილაკს ყველა დააჭერს , “იკეტება სადგური , იღება შემდეგი სადგური”,ისმის თან ვიღაც რუსი ეროვნების ქალბატონის ჩანაწერი. ესაა სწორედ,”ქართული ოცნების” პოლიტიკა, ხალხის უგულვებელყოფა. ვპირდები საზოგადოებას მომავალში ასე არ იქნება, მემანქანეებს პირადად მოუწევთ შემდეგი სადგურის გამოცხადება,” აცხადებს ხაბეიშვილი.