შეხვედრა „3+3“ ფორმატში კვლავ საქართველოს გარეშე მზადდება
სამხრეთ კავკასიის საკითხზე ახალი შეხვედრა „3+3“ ფორმატში ამჯერადაც საქართველოს გარეშე მზადდება, დღის წესრიგი და თარიღები უკვე შეთანხმებულია. ამის შესახებ ორშაბათს, 5 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ვგულისხმობ სამხრეთ კავკასიის სამ რესპუბლიკას და მათ სამ მეზობელს – რუსეთს, ირანს, თურქეთს. ეს იყო ერთ დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივა, პირველი შეხვედრა შედგა”, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი.
სამხრეთ კავკასიაზე 3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის დეკემბერში გაიმართა. შეხვედრას სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ირანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები ესწრებოდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოიპოვა საჭირო ნებართვა ამერიკის საელჩოდან თანამშრომლობის აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობაზე. მთავარ საკონსულტაციო რეგიონულ პლატფორმას ეწოდა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ „3+3“ ფორმატს აქვს კარგი გამაერთიანებელი პოტენციალი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებისთვის. პლატფორმა საშუალებას მისცემს უფრო აქტიურად გადაჭრას პოლიტიკური პრობლემები, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობით.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: პლატფორმა „3+3“ უზრუნველყოფს რეგიონულ უსაფრთხოებას კავკასიაში
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა თბილისში უარყოფითად ისაუბრა 3+3 ფორმატზე რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით