6 დეკემბერი 2024

გიული ალასანია იტყუება!

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია იტყუება, თითქოს მიხეილ სააკაშვილის დასახმარებლად, არა ლობისტური, არამედ იურიდიული კომპანია დაიქირავეს.

✅#სინამდვილეში, NSD-FARA-ზე (კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ) გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში ნათლად ჩანს, რომ ხელშეკრულება წმინდად ლობისტურია და კომპანიას არაფერი აქვს საერთო იურიდიულ ფირმასთან. მსჯავრდებული სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია საერთაშორისო საზოგადოებაში აწარმოებს კამპანიას, რათა მოხდეს ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანა ეგრეთწოდებული ჰუმანიტალური მიზნით, ასევე აღნიშნული თემის შესახებ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რაც ლობიზმის კლასიკური მაგალითია.