პოდოლიაკი: 7-ჯერ მეტი რუსი სამხედროა დაღუპული, ვიდრე უკრაინელი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით უკრაინაში, 24 თებერვლიდან, 13.000-მდე სამხედრო დაიღუპა და არა ადრე ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა უკრაინის არმიის დანაკარგები 100. 000 ჯარისკაცი. მათივე მტკიცებით, რუსული მხარის დანაკარგი ამ დროისათვის შეადგენს დაახლოებით 7-ჯერ მეტს, 89.440 ჯარისკაცს.
პოდოლიაკის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა და „ეს აშკარაა, რადგან წაშალეს ეს ვიდეო, წაშალეს ეს ციფრები“.
- “გვაქვს გენერალური შტაბის ოფიციალური შეფასებები, არის ოფიციალური შეფასებები, რაზედაც უმაღლესი მთავარსარდალი საუბრობს და რომლის თანახმადაც, დაღუპულთა რაოდენობა 10-დან 12,5-13 ათასამდე აღწევს,” აღნიშნა პოდოლიაკმა.