8 ოქტომბერი 2024

ბუაძე: ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ რაღაც დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე

“ქართული ოცნების“ ინტერესი თავიდანვე იყო ივანიშვილის პერსონალური ვენდეტის აღსრულება და არა სააკაშვილის მიმართ არსებული ლეგიტიმური კითხვების და მისი შესაძლო მონაწილეობით ჩადენილი დანაშაულის შესახებ სიმართლის დადგენა”, ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა  ლიდერმა  საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

  • ” მე ვფიქრობ, რომ განსხვავებით წინა პერიოდისგან ახლა ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ რაღაც დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას შეიძლება ძალიან სერიოზული საფრთხე ემუქრებოდეს. სააკაშვილის პერსონა მოგვწონს თუ არ მოგვწონს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს ვინც ვართ მისი ოპონენტები, ჩვენ გვინდა, რომ პოლიტიკური ოპონირება ხდებოდეს ჯანმრთელ ადამიანთან და ადამიანთან, რომლის ღირსებაც არ არის შელახული“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ  2014-2015 წლებში მოქალაქე  საბა ბუაძე  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროს მრჩევლად მუშაობდა და ალაბთ,  კარიერულ ზრდაზე განაწყენებული შეუერთდა ვაჭარ-მიკირტუმეთა პარტიას.