14 ოქტომბერი 2024

ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის მტრობა პირდაპირ!

 “ჩვენი მთავრი ვალდებულება არის ჩვენს ხალხზე ზრუნვა. ამ პროცესს ვერავინ ვერ შეაჩერებს, პსპ-ს მოქმედება არის მტრობა”,-  ასეთი განცხადება გააკეთა დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე რამდენიმე დღის წინ და მინდა პირდაპირ დავასახელო ეს კომპანია “პსპ”,თითქოს პსპ-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი.

მაგალითად, როცა შედის მომხმარებელი და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს და ეს ვიცით, რომ დავალება არის, ასეთი ინფორმაცია არსებობს, ამას რათქმაუნდა გადამოწმება სჭირდება, გამყიდველი ეუბნება, რომ ” რომელი გნებავთ,ხარისხიანი ძვირიანი თუ უხარისხო თურქული?” ამას რა ქვია თუ არა, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა? ეს არის მტრობა პირდაპირ!

როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი უმსგავსობა ჩაიდონოს, ჩვენი მომხმარებელი შეიყვანოს შეცდომაში, პენსიონერი და სხვა ძალიან ბევრი გაჭირვებული ყიდულობს წამალს.

ამას სჭირდება რეაგირება . მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება თითოეულ ასეთ შემთხვევას. ეს არის დაუშვებული, მიუღებელი. გასაგებია , რომ ის 200 მილიონი ლარი, რომელიც უნდა წაეღო მათი ჯგუფის ხელმძღვანელს, ეს არ არის მათთვის სასიამოვნო ინფორმაცია. ჩვენი მთავრი ვალდებულება არის ჩვენს ხალხზე ზრუნვა.

ამ პროცესს ვერავინ ვერ შეაჩერებს. ჩვენ კიდევ დაგეგმილი გვაქვს რეფერენტული ფასების დაწესება, რაც დამატებით 40%-ით გააიაფებს წამლის ფასებს. არ შეიძლება 200-300% -იანი მოგებით გაყიდო წამალი, განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

წყარო იხილეთ აქ