4 ოქტომბერი 2026

სააკაშვილი “შეძრწუნებულია” ციხეში პატიმრის მიმართ არაადამიანური მოპყრობით!

მსჯავრდებული სააკაშვილი შეძრწუნებულია პენიტენციურ დაწესებულებაში „პატიმრის მიმართ არაადამიანური მოპყრობით“. ანეგდოტია, ხომ – მიხეილ სააკაშვილი დღეს პატიმრების უფლებებზე საუბრობს?!
„შეძრწუნებული ვარ“, წერს იმ ციხიდან, სადაც თვითონვე ათასობით ადამიანი გაანადგურა. კაცი, ვინც საქართველოს ციხეები ჯოჯოხეთად აქცია, ახლა „შეძრწუნებულია“ პენიტენციურ დაწესებულებაში „არაადამიანური მოპყრობით“. ირონია და უნამუსობის მწვერვალი!


ადამიანმა, ვინც 2004-2012 წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში ძალადობრივი გზით 801 მსჯავრდებული გაისტუმრა საიქიოში, ახლა პატიმრებს მოუწოდებს, „ამოიღონ ხმა“ საკუთარი უსაფრთხოებისთვის, თითქოს არ ახსოვს, როგორ იხრჩობოდნენ ადამიანები მისი რეჟიმის დრო ციხეებში, როგორ ქრებოდნენ უკვალოდ.


ახლა კი, როცა თვითონ აღმოჩნდა იქ, სადაც ათასობით ადამიანი მისი ხელით დაატანჯეს, იწყებს მორალიზაციას. სააკაშვილს არ მოსწონს, რომ გიორგი დავითაძის მშობლები კვლავ საუბრობენ მის დროინდელ ციხის კადრებზე, რატომღაც მას მიაჩნია, რომ ის კადრები „დადგმული“ იყო და აცხადებს, რომ მათი მის ხელისუფლებაზე დაბრალება „მეცოცხეობაა“. ეს მისი პოლიტიკური შეფასებაა, რომელსაც თავად აკეთებს.

  • „ელიზბარაშვილმა და ბედუკაძემაც კი აღიარეს დადგმა“ – ამბობს ის, რაც ტყუილია. ბრალდებულ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს ე.წ. ციხის კადრებთან არანაირი შეხება არ ჰქონია, მისი განცხადებები ფანტაზიის ან პოლიტიკის ნაწილი იყო, ხოლო ბედუკაძეს მსგავსი არასდროს განუცხადებია.

და კიდევ ერთი „არგუმენტი“: გიორგი დავითაძის მამა, ავთო დავითაძე, კორუფციისთვის იყო გასამართლებული მისი დროს. თითქოს ეს ამართლებს ყველაფერს, თითქოს პირადი შურისძიება ხსნის 801 ადამიანის სიკვდილს, ციხეებში გამეფებულ ტერორს, სისტემატურ წამებასა და დამცირებას.

სააკაშვილი წერს, რომ გიორგი დავითაძის გარშემო 10 ბადრაგის ყოფნა “წესების უხეში დარღვევაა” და მხოლოდ კამერებისგან უკანონობის დამალვას ემსახურება. ამას ამბობს ის, ვინც თავად შექმნა სისტემა, სადაც კამერები არც კი არსებობდა, სადაც ადამიანები უბრალოდ ქრებოდნენ, სადაც „წესები“ მხოლოდ ერთს ნიშნავდა – შიშსა და სისხლს.
ის მოუწოდებს სხვა პატიმრებს: „ამოიღეთ ხმა, სიჩუმე კლავს“.
სიჩუმე მართლაც კლავდა მის დროს. ათასობით ოჯახი დღემდე დუმს იმ ტკივილით, რომელიც მისმა რეჟიმმა მიაყენა. ახლა კი, როცა თვითონ გახდა „ტყვე“, იწყებს იმავე ადამიანების დაცვას, რომლებსაც ოდესღაც სისტემატურად ანადგურებდა.


ეს არ არის შეძრწუნება, ეს არის კლასიკური პოლიტიკური ცინიზმი.
ადამიანი, რომელმაც ქვეყანა სისხლში ჩაახრჩო, ტერორში ჩააგდო, ახლა ტირის საკუთარ ტყვეობაზე და სხვებს მოუწოდებს ხმის ამოღებას , თითქოს მას აქვს მორალური უფლება, თითქოს მისი წარსული უბრალოდ არ არსებობს.


სააკაშვილი დღესაც იმავე ნეოფაშისტური რეჟიმის სულისკვეთებით საუბრობს: ფაქტები უგულებელყოფილია, მსხვერპლი – დავიწყებული, მხოლოდ საკუთარი თავის გმირიზაცია რჩება.

პოლიტიკური მეხსიერების წაშლა შეუძლებელია. ვინც დღეს ციხის კედლებში ადამიანის უფლებებზე ხმამაღლა საუბრობს, საზოგადოებას აქვს უფლება, მას ერთი მარტივი კითხვა დაუსვას: ნეტავ სად იყო ეს ხმა მაშინ, როცა თავად მართავდა სახელმწიფოს?
ისტორია არ ივიწყებს არც იმ 801 ადამიანს,არც მათი ოჯახები და არც საქართველოს დაავიწყდება მანიკი ნაპრეზიდენტალის მიერ სისხლში ჩამხრჩვალი საქართველო.

სააკაშვილის პოსტი:

„ გიორგი დავითაძის გარშემო 10 ბადრაგის ყოფნა, არასდროს ხდება მსგავს სიტუაციაში და აქაური წესების უხეში დარღვევაა. ერთადერთი მიზანი მხოლოდ კამერებისგან უკანონობის ფაქტის დამალვა შეიძლება ყოფილიყო, ვამბობ ამას როგორც 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე ტყვე.
მოვუწოდებ სხვა პატიმრებსაც ამოიღონ ხმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენივე უსაფრთხოებისთვის, იცოდეთ რომ სიჩუმე კლავს. ასევე ამოიღეთ ხმა სრულიად უაზრო შეზღუდვებზე და განსაკუთრებით ბოლო დროს მკვეთრად გაუარესებაზე.
გიორგი დავითაძის მშობლები ჯიუტად აგრძელებენ ჩემ დროინდელ “ციხის კადრებზე” საუბარს, რითაც, სინამდვილეში ეჭვქვეშ აყენებენ თავისი შვილის ისტორიასაც.
მას შემდეგ რაც “ციხის კადრების” დადგმა აღიარეს ელიზბარაშვილმა და ბედუკაძემაც, ამ დიდი სიყალბის ჩემი ხელისუფლებისთვის დაბრალება ერთ რამეზე მეტყველებს, რომ მეცოცხეობა რელიგიაა და რელიგიას ფაქტები არ სჭირდება.
მეორეს მხრივ გასაგებია თუ რა აქვთ მოტივაცია – ჩემ დროს გიორგი დავითაძის მამა, ავთო დავითაძე, კორუფციისთვის იყო გასამართლებული და თუ კარგად დაუკვირდებით, ყველა მოქმედ თუ ყოფილ ქოცს აქვს პირადი მოტივაცია ჩვენზე ტყუილის ლაპარაკის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ სადაც ისინი მართლები არიან, არ დავუდგეთ გვერდით და არ დავუჭიროთ მხარი- წერს სააკაშვილი.