სააკოვი: პუტინის, ლავროვის და მედვედევის დაკვეთით ორჯერ ვიყავი ძალიან ახლოს სიკვდილთან
პუტინის, ლავროვის და მედვედევის დაკვეთით ორჯერ ვიყავი ძალიან ახლოს სიკვდილთან. მაწამეს, მომწამლეს, მთელი დრო ცდილობენ ჩემს დამცირებას და ყველანაირად მზღუდავენ. – ამის შესახებ ნეოფაშისტი მსჯავრდებული მიხაილ(ო) სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
-„დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი.“- ღრმად სჯერა ქართველი წარმომავლობის მსჯავრდებულ ექს- პრეზიდენტს მიხაილ სააკაშვილს.
მას მიაჩნია, რომ ქვეყანაში შემოპარვით მან „ ხალხის გამოღვიძება და პირადი თავგანწირვის ფასად ქვეყნის გადარჩენა“სცადა.
- „ ამ ხუთი წლის განმავლობაში ორჯერ ვიყავი ძალიან ახლოს სიკვდილთან. მაწამეს, მომწამლეს, მთელი დრო ცდილობენ ჩემს დამცირებას და ყველანაირად მზღუდავენ.
- ამ ყველაფერში ყველაზე მთავარი ისაა რომ ყველაფერი ეს კეთდება დამპყრობლის დაკვეთით რასაც პირდაპირ ამბობენ ორჯერ ვიყავი ძალიან ახლოს სიკვდილთან. მაწამეს, მომწამლეს, მთელი დრო ცდილობენ ჩემს დამცირებას და ყველანაირად მზღუდავენ. და ეს იმ ფონზე, რომ ცამდე მართალი ვარ ჩემი ხალხის წინაშე და სრულიად უდანაშაულო კანონის ნორმებით.
- უკვე 5 წელია ვიმყოფები უსამართლო ტყვეობაში.
- აქამდე თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ჩემი საყვარელი მწერალი სერვანტესი და ჩემი უახლოესი მეგობარი და პოლიტიკური მოკავშირე ჯონ მაკკეინიც 5 წელი იყვნენ დატყვევებული.
- ახლა უკვე გრაფ მონტე-კრისტოს და ნელსონ მანდელას კატეგორიაში მიხდება გადასვლა და მაინც მიუხედავად ყველაფრისა, როგორც არასდროს, ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, იმიტომ რომ ხალხის 80% აზრზეა მოსული, სცენაზე ბოლომდე გამოდის იდეალისტური “მიშას თაობა” და ჩემი ბრძოლა და იდეები უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე, ამასობაში რუსეთიც მარცხდება. ასე რომ ზუსტად ვიცი რომ ფუჭად არ ჩაივლის „ეს განწირული სულისკვეთება“, – წერს სააკაშვილი.
მაგრამ ზოგჯერ ყველაზე დიდი ისტორიული თავგადასავალი ის არის, როცა ადამიანი საკუთარ ბიოგრაფიას თვითონ წერს და საკუთარ თავს მთავარ გმირად თვითონვე ამტკიცებს.
