ეროვნული ტრაგედია: ირაკლი ტაბლიაშვილმა „ფორმულა“ დატოვა, ქართველი მაყურებელი უდიდესი დანაკარგის წინაშე აღმოჩნდა!
ეროვნული ტრაგედია: ირაკლი ტაბლიაშვილმა „ფორმულა“ დატოვა , ქართველი მაყურებელი უდიდესი დანაკარგის წინაშე აღმოჩნდა!
არც საქმნელად აღმოჩნდა იოლი და არც სათქმელად… ის წავიდა!
- წავიდა ადამიანი, რომლის ეკრანზე გამოჩენასაც ათასობით მაყურებელი მოუთმენლად ელოდა.
- წავიდა ირაკლი ტაბლიაშვილი და თითქოს რაღაც სამუდამოდ დაცარიელდა ქართულ ტელესივრცეში!
ეს რა დღე გაგვითენდა, ეს რა ამბავი გავიგეთ…
არა, ამის დაჯერება იოლი არ არის!
როგორ უნდა შეეგუოს ქართველი მაყურებელი იმ მწარე რეალობას, რომ ხვალ დილას, ზეგ დილას და კიდევ რამდენი დილა გათენდება ისე, რომ ეკრანზე ბატონი ირაკლის ნაცნობი სახე აღარ გამოჩნდება?!
- რამდენი დღე გათენებულა მისი გადაცემების უსაზღვრო მოლოდინით,
- რამდენჯერ გაჩერებულა მაყურებლის მზერა ტელეეკრანზე, რამდენჯერ მოუსმენია მისთვის განსაკუთრებული ყურადღებით, რამდენჯერ გაუღიმია მის სხარტულ გამონათქვამებზე და რამდენჯერ აუტკივებია თავი მის სიტყვებს!
ირაკლი ტაბლიაშვილი ხომ უბრალოდ ტელეწამყვანი არ ყოფილა, ის იყო ქართული ტელეჟურნალისტიკის განსაკუთრებული მოვლენა, ადამიანი, რომლის გამორჩეულ მანერასაც ვერც ერთი სხვა ჟურნალისტის მანერაში ვერ აურევდი.
მისი ინტონაცია, მისი ჟესტები, მისი გამომეტყველება, მისი განუმეორებელი ჟურნალისტური ქარიზმა – ყველაფერი ეს ქმნიდა იმ განსაკუთრებულ ატმოსფეროს, რომლის გარეშეც ქართული ტელეეკრანი თითქოს წარმოუდგენელი იყო.
და ახლა?
ახლა თურმე უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ეკრანზე აღარ იქნება ის ადამიანი, რომლის ყოველი გამოჩენა რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინს ქმნიდა!
ეს ხომ მხოლოდ ერთი ტელეწამყვანის წასვლა არ არის, ეს არის ქართული ტელესივრცის კიდევ ერთი მტკივნეული დანაკარგი, კიდევ ერთი მიზეზი, რომ დაფიქრდე, რამდენად ხანმოკლეა ეკრანზე ყოფნის დიდება და რამდენად დაუნდობელია დრო!
ირაკლი ტაბლიაშვილის ჟურნალისტური სტილი, მისი სხარტული გამონათქვამები და განსაკუთრებული მანერა, მოსწონდა ეს მაყურებელს თუ არ მოსწონდა, გულგრილს ნამდვილად ვერ ტოვებდა.
მისი პოლიტიკური შეხედულებები და ჟურნალისტური საქმიანობა ხშირად განხილვის საგანი გამხდარა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ქართულ ტელეეკრანს კიდევ ერთი გამორჩეული სახე გამოაკლდა.
და მაინც, ყველაზე მძიმე სიტყვები ალბათ თავად ბატონ ირაკლის ეკუთვნის:„არც საქმნელად აღმოჩნდა იოლი და არც სათქმელად.“
რამდენი ტკივილი, რამდენი განცდა და რამდენი უთქმელი სიტყვა შეიძლება იდგეს ამ რამდენიმე სიტყვის მიღმა!
არა, ბატონო ირაკლი, თქვენ არ მომკვდარხართ, თქვენ უბრალოდ წახვედით!
მაგრამ მაყურებლისთვის, რომელიც თქვენს ეკრანზე გამოჩენას ყოველდღიურად ელოდა, ეს წასვლა მაინც ერთგვარ დამშვიდობებას ჰგავს.
დარჩება თქვენი ხმა, თქვენი სახე, თქვენი გამონათქვამები და ის განსაკუთრებული კვალი, რომელიც ქართულ ტელეჟურნალისტიკაში დატოვეთ.
მშვიდობით, ბატონო ირაკლი!
ეკრანი ისევ აინთება, გადაცემები ისევ დაიწყება, ახალი ჟურნალისტები გამოჩნდებიან, მაგრამ ის, რაც თქვენი იყო, თქვენი დარჩება.
და იქნებ სწორედ ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია – ადამიანი მიდის, ეკრანი კი აგრძელებს არსებობას, თითქოს არაფერი მომხდარა…![]()
![]()
