25 აგვისტო 2026

ექსკლუზივი: დიდი დაკავებების ახალი ტალღა?

ექსკლუზიური ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეში, ქრთამის აღების, თანხების დამალვისა და სხვა სავარაუდო დანაშაულების გარდა, შესაძლოა გაცილებით მძიმე ეპიზოდებიც გამოიკვეთოს.

საქმე ეხება 4 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს და კითხვას : ვინ იდგა ე.წ. ოპოზიციური ფლანგის უკან, ვინ მფარველობდა კონკრეტულ პირებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინ აძლევდა მათ გარანტიას?

თუ გამოძიება დაადასტურებს, რომ კონკრეტული პირები კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი შეცვლის ან სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ, საკითხი შესაძლოა გაცილებით მძიმე სამართლებრივ კვალიფიკაციამდე მივიდეს, მათ შორის სახელმწიფო ღალატის მუხლამდე.

ყველაზე საინტერესო კი შესაძლოა ჯერ წინ იყოს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ე.წ. „პოლიტპატიმრებად“ მოხსენიებული რამდენიმე პირის ჩვენებებმა შესაძლოა ყოფილი პრემიერის – ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი გარემოებები გამოავლინოს. საუბარია შესაძლო შეხვედრებზე, შეთანხმებებზე, ფინანსურ მხარდაჭერასა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ პროცესის უკან იდგნენ.

შავ- ნოდარის არ იყოს: ვინ იყო დამკვეთი? ვინ აფინანსებდა? ვინ მფარველობდა? და ვინ იყო მთავარი გარანტორი? ამ კითხვებზე პასუხებმა შესაძლოა არა მხოლოდ ღარიბაშვილის საქმის ახალი ეპიზოდები გამოაჩინოს, არამედ მთელი პოლიტიკური ქსელის არსებობის საკითხიც დააყენოს.

თუ ეს ინფორმაცია გამოძიებით დადასტურდა, საზოგადოება შეიძლება დაკავებების ახალი, გაცილებით მასშტაბური ტალღის წინაშე აღმოჩნდეს.

ჯერჯერობით ეს არის ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც ოფიციალურ დადასტურებას ელოდება. თუმცა ერთი რამ ცხადია, თუ 4 ნოემბრის მოვლენების უკან მართლაც არსებობდა ორგანიზებული გეგმა, მისი მონაწილეების ვინაობა და პოლიტიკური მფარველები ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პასუხი იქნება, რომლის მოსმენაც ქართულ საზოგადოებას მოუწევს.

წყარო: უტყუარი და ე.წ. „პოლიტპატიმრების“ შესაძლო ჩვენებები.