ღარიბაშვილმა ცრუ, უბადრუკი წერილებით პოლიტიკურად თავად გაინადგურა თავი
2026 წლის 17 აგვისტოს ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ამცნობდა, რომ მეორე დღეს- 18 აგვისტოს ახალ, ვრცელ განცხადებას გააკეთებდა.
მისი ტექსტის ლოგიკა, ემოციური ფორმულირებების გარეშე ასეთი იყო : მას ჰქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებასაც აქამდე ერიდებოდა; ახლა იძულებული იყო ეთქვა ყველაფერი; ხოლო თუ მას ან მის ოჯახს „რამე დაემართებოდა“, პასუხისმგებელი იქნება ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება.
როგორც გუშინ, დღევანდელი მისი „ქსივა“ ციხიდან პოლიტიკური ულტიმატუმის ფორმით აგებული ტექსტი აღმოჩნდა, რომელშიც აშკარად იკვეთება ზეწოლისა და პასუხისმგებლობის წინასწარი გადატანის სქემა.
დღეს მსჯავრდებული ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ თითქოს ივლისში წერილი მამუკა მდინარაძისგან მიიღო, რომელიც, მისი სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით იყო გაგზავნილი.
იგი კვლავ ამბობს, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა, რომ არსებობდა მისი პოლიტიკიდან საბოლოოდ ჩამოშორების გეგმა, „ღირსების შემლახავი ბოროტება“, „დაუნდობელი სისასტიკე“, „ჩაგვრა“ და ოჯახის განადგურების „ბინძური გეგმა“ .
უბადურკი სასაცილო ზღაპარი!
მსჯავრდებულო ღარიბაშვილო, საზოგადოებას აქვს უფლება იკითხოს: სად არის ამ მტკიცებების დამადასტურებელი თუნდაც ერთი მტკიცებულება?
მინდა გითხრა ,რომ შენი რეიტინგი მინუსებშია და ეს მხოლოდ დასაწყისია. 17 აგვისტოს ციხიდან გამოგზავნილი წერილით შენ კიდევ ერთხელ დაამტკიცე, რომ პოლიტიკური სიკვდილი შეიძლება უფრო საშინელი იყოს, ვიდრე ფიზიკური.
ფაქტია, რომ შურიანი, ბოროტი და მატყუარა ადამიანი ხარ, რომელმაც სასამართლოში „სამშობლოს სიყვარულით“ თავად აღიარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და 6,5 მილიონი დოლარის ნაღდი ფულის აღმოჩენა საკუთარ სახლში, ახლა ბიძინა ივანიშვილის ერთგულ ადამიანებს ჩირქს სცხებ და ლაფს ასხამ!
არანაირი ფაქტი, არანაირი კონკრეტიკა, მხოლოდ ემოციური ფრაზები, ულტიმატუმები და შანტაჟის სუნი.
სად არის მტკიცებულება?
დაამტკიცე, რომ ის ცრუ წერილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გამოგიგზავნეს, მოუყევი საზოგადოებას: სად ნახე „ღირსების შემლახავი ბოროტება“, სად არის „დაუნდობელი სისასტიკე, ჩაგვრა, უსამართლობა“, სად არის შენი და შენი ოჯახის განადგურების „ბინძური გეგმა“, მოკლედ სად არის ის „ვრცელი წერილი“,რომელსაც 17 აგვისტოს პირდებოდი საზოგადოებას, თუ დღეს ისიც ისეთივე „შესავალი“ აღმოჩნდა, როგორიც წინა უბადრუკი ტექსტი?
ახლა უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობას აღარ აკისრებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას თუ ახლა პირდაპირ პუტინს აკისრებ?
ამ ცრუ, უბადრუკი წერილებით პოლიტიკურად თავად გაინადგურე თავი, ამისთვის არავის არანაირი კამპანია არ სჭირდებოდა. სრული კი არა, არანაირი პასუხისმგებლობა შენ არ გაგაჩნია.
„საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში“ – წერ და განა ვის სჯერა ამის შემდეგ შენი ერთი სიტყვისაც კი?
დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა სწორედ შენგან მოდის ბატონ ბიძინა ივანიშვილის, მთელი ხელისუფლების და ახლა უკვე მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ.
ერთიც კარგად დაიმახსოვრე, რომ არავის ეშინია შენი პოლიტიკაში დაბრუნების, შენ ხარ კორუფციონერი, სისხლის სამართლის დამნაშავე და გარდა ჩადენილი ქმედებებისა, ვეჭვრობ რომ უკვე პასუხი გაგებინონ შანტაჟის ან ცრუ დასმენისათვის.
„იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“ იმუქრები თან…. მიდი, დაიწყე „ბრძოლა“, მოყევი კახური ანეკდოტების სერია, გაართე და გაამხიარეულე ნაცები და ქვეყნის წინააღმდეგ ჩაბუდებული ათასგზის ჯურის მტრები, იძახე „ჩემი საქართველო“, „ჩემი ხალხი“…
საზოგადოება უკვე დაიღალა შენნაირი მკვახე ვაი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც „დიდ სიმართლეს“ ხვალისთვის ინახავენ.
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია

