ზალუჟნი: უკრაინა ნატო-ს წევრი ვერასდროს გახდება
ზღაპრებს ნუ დაიჯერებთ, უკრაინა ნატო-ს წევრი ვერასდროს გახდება– განცხადება დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზალუჟნიმ კიევში, ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.
- „ნატო-ს ძალიან კარგად ვიცნობ. 12 წელი ვმუშაობდი იმაზე, რომ ნატო-ს სტანდარტები დაგვენერგა და ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს იმის შესახებ, რომ აი, სულ მალე ნატო-ში შევიდოდით. სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით“, – განაცხადა ზალუჟნიმ.
მისი თქმით, „შეუძლებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარების არსებული დონით შეუერთდე იმ ორგანიზაციას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებით ხელმძღვანელობს“.
- „სავარაუდოდ, ნატო იმავე სახით დარჩება, როგორიც არის და 12 წელი გავა, ვიდრე უკრაინა იმ სტანდარტებს მიაღწევს, რომელიც აუცილებელია, რათა რუსეთის ფედერაციის დონის მინიმუმ ნახევარს მაინც გაუთანაბრდეს“, – აღნიშნა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა.
